იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 76 წლის ემიგრანტ დედას შვილმა ქირით გადასვლა ურჩია
იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 76 წლის ემიგრანტ დედას შვილმა ქირით გადასვლა ურჩია. ამ ისტორიის შესახებ „პრაიმტაიმს“ იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი თეონა ჭანტურია უყვება, რომელიც 5 წელზე მეტია ქვეყნიდანაა წასული. „76 წლის ემიგრანტი დედა სახლში დაბრუნდა და შვილმა ბინის ქირაობა ურჩია, შეგაწუხებს ბავშვების რია-რია, მშვიდად იქნები მარტოო, – უთხრა. შვილის ამ განცხადებიდან, ქალი იტალიაში მალევე დაბრუნდა, რადგან ყველაფრის სურვილი … იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 76 წლის ემიგრანტ დედას შვილმა ქირით გადასვლა ურჩია Read More » The post იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 76 წლის ემიგრანტ დედას შვილმა ქირით გადასვლა ურჩია appeared first on elNews.ge.

იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 76 წლის ემიგრანტ დედას შვილმა ქირით გადასვლა ურჩია.
ამ ისტორიის შესახებ „პრაიმტაიმს“ იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი თეონა ჭანტურია უყვება, რომელიც 5 წელზე მეტია ქვეყნიდანაა წასული.
„76 წლის ემიგრანტი დედა სახლში დაბრუნდა და შვილმა ბინის ქირაობა ურჩია, შეგაწუხებს ბავშვების რია-რია, მშვიდად იქნები მარტოო, – უთხრა.
შვილის ამ განცხადებიდან, ქალი იტალიაში მალევე დაბრუნდა, რადგან ყველაფრის სურვილი დაკარგა. აქ ბევრი ასაკოვანი ქალია, რომლებიც ამბობენ, რომ იქ, საქართველოში არავის ვჭირდებითო, საკუთარ ნაყიდ სახლებში ვერ ჩადიან…
ემიგრანტი დედების 70 პროცენტი ყოველთვის ვმალავთ გულისტკივილს… ვისთვის უნიათო ქალები შევიქენით, საქართველოში ვერაფერი შევძელით, ვისთვის ჩერჩეტები, ვისთვის ძლიერი დედები, ვისთვის ვინ – ვისთვის ვინ, ის კია, ჩვენს მიღმა მიდის ჩვენი ცხოვრება… ჩვენ საკუთარ ოჯახში სტუმრის ამპლუაში ვართ ხოლმე, შვებულებით ჩასულები… ჩვენი ადგილი ივსება და ვრჩებით სადღაც გაკიდულნი“, – ამბობს ემიგრანტი ჩვენთან საუბრისას.
წყარო : პრაიმტაიმი
The post იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 76 წლის ემიგრანტ დედას შვილმა ქირით გადასვლა ურჩია appeared first on elNews.ge.
What's Your Reaction?






