იტალიის ჩემპიონატში მატჩები რომის პაპის გარდაცვალების გამო გადაიდო

დღეს იტალიაში რომის პაპის გარდაცვალებას გლოვობენ

აპრ. 21, 2025 - 18:27
 0
იტალიის ჩემპიონატში მატჩები რომის პაპის გარდაცვალების გამო გადაიდო
დღეს, იტალიის ჩემპიონატის რიგით 33-ე ტურში 4 შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ოთხივე მათგანი ჯერჯერობით დაუდგენელი ვადით გადაიდო.

საქმე ისაა, რომ რამდენიმე საათის წინ, რომის პაპი გარდაიცვალა, რამაც არამარტო სერია A-ს მატჩები, არამედ ასაკობრივი შეხვედრებიც გადადო.

რომის პაპი ფრანცისკე დღეს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საკუთარ მოვალეობას 2013 წლიდან ასრულებდა და ფეხბურთის დიდი ქომაგი გახლდათ.

თამაშები, რომლებიც გადაიდო:

ტორინო - უდინეზე

კალიარი - ფიორენტინა

ჯენოა - ლაციო

პარმა - იუვენტუსი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow