იქნებ CHATGPT-ს კითხოთ ბატონო მამუკა, პიროსის გამარჯვება რა არის – ნინო ჯანგირაშვილი

ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ახლა ვუსმენ ინგასთან მამუკა ხაზარაძეს. ყველა მცდარ მოსაზრებაზე რეაგირება მეზარება. მაგრამ ერთზე დავწერ, რადგან მნიშვნელოვანია თანდათან დავიწყოთ არგუმენტების თქმა ამ თემაზე: ჩვენ თუ არ შევალთ არჩევნებში ოცნება სუფთა არჩევნებს ჩაატარებს, ყველაფერს გააპრავებს, მათ შორის დასავლეთის თვალშიო. წარმოიდგინეთ არჩევნები, რომელსაც ბოიკოტს უცხადებს ყველა ძალა, რომელმაც ბარიერი გადალახა ბოლო არჩევნებში. ასევე ის […] The post იქნებ CHATGPT-ს კითხოთ ბატონო მამუკა, პიროსის გამარჯვება რა არის – ნინო ჯანგირაშვილი appeared first on .

ივნ. 7, 2025 - 16:57
 0
იქნებ CHATGPT-ს კითხოთ ბატონო მამუკა, პიროსის გამარჯვება რა არის – ნინო ჯანგირაშვილი

ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ახლა ვუსმენ ინგასთან მამუკა ხაზარაძეს. ყველა მცდარ მოსაზრებაზე რეაგირება მეზარება. მაგრამ ერთზე დავწერ, რადგან მნიშვნელოვანია თანდათან დავიწყოთ არგუმენტების თქმა ამ თემაზე:

ჩვენ თუ არ შევალთ არჩევნებში ოცნება სუფთა არჩევნებს ჩაატარებს, ყველაფერს გააპრავებს, მათ შორის დასავლეთის თვალშიო.

წარმოიდგინეთ არჩევნები, რომელსაც ბოიკოტს უცხადებს ყველა ძალა, რომელმაც ბარიერი გადალახა ბოლო არჩევნებში. ასევე ის პარტიები, რომლებსაც პულსი ესინჯებათ. ბოიკოტს უცხადებს საპროტესტო ამომრჩევლის უმრავლესობა. მანამდე ფართო კამპანია ჩატარდა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ სანამ ანტიდემოკრატიული რეჟიმი, არჩევნების წესი და გაყალბების კონვეიერი არ შეიცვლება არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ იაგო, ალტინფო და კიდევ ორი–სამი გზასაცდენილი გაუგებრობა. ობიექტურად ვერცერთი ვერ იღებს 2–3%–ზე მეტს. ოცნება იღებს 90%–ს, იმიტომ რომ არჩევნებზე მხოლოდ მისი მხარდამჭერები მიდიან. აქტივობა არის უუდაბლესი. უბნებში არის დიდი სიცარიელე და ქოცების სიამტკბილობა.

ანუ ბატონი მამუკა შიშობს რომ დასავლეთის თვალში ასეთი არჩევნებით გაპრავდება ოცნება და მისი ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ აღარ იდგება?

იქნებ CHATGPT-ს კითხოთ ბატონო მამუკა, პიროსის გამარჯვება რა არის.

The post იქნებ CHATGPT-ს კითხოთ ბატონო მამუკა, პიროსის გამარჯვება რა არის – ნინო ჯანგირაშვილი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow