“იქნებ ჟურნალისტებმა წაიკითხონ და გადახედონ არქივს, რა ხდებოდა 90-იან წლებში: პირდაპირ დახვრეტილი მიტინგები…” – ბეჟან ჯავახია

სააგენტო "პარალელი" “იქნებ ჟურნალისტებმა წაიკითხონ და გადახედონ არქივს, რა ხდებოდა 90-იან წლებში: პირდაპირ დახვრეტილი მიტინგები…” – ბეჟან ჯავახია ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში ეხმაურება ტვ “პირველზე” გასულ კონკრეტულ ინტერვიუს და კონკრეტული შეკითხვებით თუ მინიშნებებით მიმართავს ბერდია სიჭინავას, “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურს, ტელეკომპანიის ტელეწამყვანს, საზოგადოებას: ,,როდესაც ვინმე ბერდია სიჭინავა თავისი ლოგიკით მსჯელობს. იქნებ გაახსენოთ მაგ. ია კერძაიას ამბავში ვის მიერ იყო შეტანილი საჩივარი? ხომ […] “იქნებ ჟურნალისტებმა წაიკითხონ და გადახედონ არქივს, რა ხდებოდა 90-იან წლებში: პირდაპირ დახვრეტილი მიტინგები…” – ბეჟან ჯავახია ნინი ხიჯაკაძე

მაი. 1, 2025 - 03:27
 0
“იქნებ ჟურნალისტებმა წაიკითხონ და გადახედონ არქივს, რა ხდებოდა 90-იან წლებში: პირდაპირ დახვრეტილი მიტინგები…” – ბეჟან ჯავახია

სააგენტო "პარალელი"
“იქნებ ჟურნალისტებმა წაიკითხონ და გადახედონ არქივს, რა ხდებოდა 90-იან წლებში: პირდაპირ დახვრეტილი მიტინგები…” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში ეხმაურება ტვ “პირველზე” გასულ კონკრეტულ ინტერვიუს და კონკრეტული შეკითხვებით თუ მინიშნებებით მიმართავს ბერდია სიჭინავას, “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურს, ტელეკომპანიის ტელეწამყვანს, საზოგადოებას:

,,როდესაც ვინმე ბერდია სიჭინავა თავისი ლოგიკით მსჯელობს. იქნებ გაახსენოთ მაგ. ია კერძაიას ამბავში ვის მიერ იყო შეტანილი საჩივარი? ხომ იყო ანონიმი (მისი აზრით ეს ანონიმები იყო ,,ნაციონალებისთვის” მახასიათებელი) და ვინ იყო მაშინდელი ხელისუფლება. გახარია ხომ არა?

თუ ეს არ ახსოვს მედიას და კიდევ, როდესაც ამბობს ეს არსება, რომ ბოლო ოც წელიწადში იყო ტოტალიტარული. ამ 20 წელიწადში თავიანთი ლიდერის მმართველობა არ არსებობს?

ამიხსნას ვინმემ განა ,,ნაციონალების” მოსვლამდე შევარდნაძისა და ჯაბას ხელისუფლება იყო დემოკრატიული? იქნებ ჟურნალისტებმა წაიკითხონ და გადახედონ არქივს, რა ხდებოდა 90-იან წლებში: პირდაპირ დახვრეტილი მიტინგები…

ბერდიას ასევე გაახსენეთ თვალების დათხრა მიტინგზე, აქცია პანკისის ხეობაში, ან კიდევ გაახსენეთ “გარეჯი არის საქართველო”???

ისე, ,,ნაციონალურ მოძრაობას” თუ ჰყავს პრეს-სამსახური და პასუხს გასცემს ამ ბრალდებებს, კარგი იქნება!!!

ისე ,,ნაციონალების” პროკურორი თავადაც ჰყავთ ხელისუფლებაში. და არ იცნობს ნეტავ გოგა ხაინდრავას, ან შარმანაშვილის, მამა კობახიძის, ან ქადაგიშვილის ბიოგრაფიას, რომლებიც მონაწილეები იყვნენ იმ ტერორის, რასაც ჯაბა-კიტოვანის რეჟიმი ახორციელებდა!!

ჩემი პატივისცემა ანა წერეთელს, თუმცა მინდა უფრო მეტად შევახსენოთ თავიანთი ბიოგრაფია სტუმრებს!!! ასე გადმოიტანა ,,ნაციონალებმა” თავიანთ ხელისუფლებაში ხაინდრავა, ვოლსკი, სუბარი….

იქნებ მეტი ლოგიკა გვჭირდება”, – წერს ბეჟან ჯავახია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“იქნებ ჟურნალისტებმა წაიკითხონ და გადახედონ არქივს, რა ხდებოდა 90-იან წლებში: პირდაპირ დახვრეტილი მიტინგები…” – ბეჟან ჯავახია
ნინი ხიჯაკაძე

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow