“იცით, ნივთმტკიცებებში რა დევს რისი განადგურების საშიშროებითაც პატიმრობაში დამტოვეს 8 თვე?” – თორნიკე გოშაძის წერილი ციხიდან
პროევროპულ აქციაზე დაკავებული 25 წლს თორნიკე გოშაძემ გლდანის ციხიდან წერილი გამოაგზავნა. გზავნილს გოშაძის დედა, მარიზი კობახიძე ავრცელებს: “გამარჯობა, ყველას მივესალმები გლდანის მე-8 იზოლატორიდან, კერძოდ 127-ე საკნიდან – ნაცნობებს, უცნობებს, მეგობრებს, ნათესავებსა და მტრებსაც, თუმცა ეჭვი მეპარება მტრები მყავდეს, მაგრამ გამორიცხული არაფერია მაშინ, როცა ბევრმა თანაგძრნობაც ვერ გამოიჩინა. ხოო, მე დღეს უკვე 240 დღეზე მეტია, პატიმარი […] The post “იცით, ნივთმტკიცებებში რა დევს რისი განადგურების საშიშროებითაც პატიმრობაში დამტოვეს 8 თვე?” – თორნიკე გოშაძის წერილი ციხიდან appeared first on .

“გამარჯობა, ყველას მივესალმები გლდანის მე-8 იზოლატორიდან, კერძოდ 127-ე საკნიდან – ნაცნობებს, უცნობებს, მეგობრებს, ნათესავებსა და მტრებსაც, თუმცა ეჭვი მეპარება მტრები მყავდეს, მაგრამ გამორიცხული არაფერია მაშინ, როცა ბევრმა თანაგძრნობაც ვერ გამოიჩინა.
ხოო, მე დღეს უკვე 240 დღეზე მეტია, პატიმარი ვარ. ნუთუ ერთი ადამიანი მაინც არსებობს ჩემს სანაცნობო წერეში, ვინც ამას ივარაუდებდა, არ ვიცი.
იცით, ნივთმტკიცებებში რა დევს რისი განადგურების საშიშროებითაც პატიმრობაში დამტოვეს 8 თვე? გეტყვით და თავად განსაჯეთ რა ან რატომ უნდა გამენადგურებინა? წითელი ჟაკეტი, შავი შარვალი, თეთრი ფეხსაცმელი, შავი ჰუდი და საქართველოს ეროვნული დროშა, ვსო ეს არის და ეს.
დროშამ ჩემი კანონდარღვევა დაადასტურა? ნუთუ ეს იგივე არ არის, რომ სააღდგომო კვერცხის ტარება ამიკრძალონ? ევროპა ქართველობას გვართმევს? და ამ დროს „ოცნება” საქართველოს დროშას ნივთმტკიცებად ინახავს. ნუთუ დროშის ქონა საქართველოს სიყვარულის გარდა სხვა რამეს ამტკიცებს?იცით, ციხეს ერთი პლუსი აქვს – გამოააშკარაოს შენი გარემოცვა, გაწმინდოს ნაგვისგან შენი მომავალი. მე ვიმახსოვრებ ყველაფერს და ნურავის გაუკვირდება ნურაფერი, როცა ამის დრო მოვა. სამართალი იზეიმებს, რადგან სამართალი და სიყვარული თვით უზენაესი ღმერთია. ღმერთი, რომელიც არს ჩვენთან.
ღმერთმა გვიკურთხოს საქართველო!”.
The post “იცით, ნივთმტკიცებებში რა დევს რისი განადგურების საშიშროებითაც პატიმრობაში დამტოვეს 8 თვე?” – თორნიკე გოშაძის წერილი ციხიდან appeared first on .
What's Your Reaction?






