კადრების პრობლემა მწვავედ აღარ დგას… მუშახელის „დაკავება“ ხელფასების ზრდით მოხდა – „მონოლით ჯგუფის“ დირექტორი

„მონოლით ჯგუფის“ დირექტორ თორნიკე მაისურაძის განცხადებით, კადრების დეფიციტის პრობლემა მწვავედ აღარ დგას სამშენებლო სექტორში, როგორც წლების წინ, რაც ძირითადად კადრების ქვეყნიდან გადინებით იყო გამოწვეული. მისი თქმით, პრობლემის გადაჭრა და მუშახელის შენარჩუნება ბიზნესმა ხელფასების ზრდით შეძლო. „კადრების პრობლემა ისე, როგორც იდგა წელიწად-ნახევრის და 2 წლის წინ, ასე არ დგას. ამაში განსაკუთრებული როლი შეასრულა თავად ბიზნესმა, რომელმაც […]

აპრ. 26, 2025 - 01:57
 0
კადრების პრობლემა მწვავედ აღარ დგას… მუშახელის „დაკავება“ ხელფასების ზრდით მოხდა – „მონოლით ჯგუფის“ დირექტორი

„მონოლით ჯგუფის“ დირექტორ თორნიკე მაისურაძის განცხადებით, კადრების დეფიციტის პრობლემა მწვავედ აღარ დგას სამშენებლო სექტორში, როგორც წლების წინ, რაც ძირითადად კადრების ქვეყნიდან გადინებით იყო გამოწვეული. მისი თქმით, პრობლემის გადაჭრა და მუშახელის შენარჩუნება ბიზნესმა ხელფასების ზრდით შეძლო.
„კადრების პრობლემა ისე, როგორც იდგა წელიწად-ნახევრის და 2 წლის წინ, ასე არ დგას. ამაში განსაკუთრებული როლი შეასრულა თავად ბიზნესმა, რომელმაც იპოვა თვითგადარჩენის მექანიზმი და გაზარდა ხელფასები.
კადრების დეფიციტი დაკავშირებული იყო დიდწილად ვიზალიბერალიზაციის პროცესთან, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად მოხდა გადინება მუშახელის, როგორც დაბალი კვალიფიკაციის, ისე საშუალო და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების. შესაბამისად ამის დასაბალანსებლად, ჩვენ თავის დროზე მნიშვნელოვნად გავზარდეთ სახელფასო ბიუჯეტი და ამით მოხდა „დაკავება“ ჩვენი მუშახელის. შესაბამისად, ამ ეტაპზე ისე მწვავედ აღარ დგას დეფიციტი და ეს განპირობებული იმით, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ ხელფასები. დანარჩენი სხვა ძირეული ცვლილება არ მომხდარა.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული სამშენებლო ბიზნესი შევიდა მნიშვნელოვან კონკურენციაში აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების ბიზნესებთან და ხელფასების ზრდით დავაბალანსეთ კადრების გადინება“,-აცხადებს თორნიკე მაისურაძე.
მისი თქმით, 2021 წელთან შედარებით ხელფასები კომპანიაში გაორმაგდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow