კაკაბაძის თამაშს ნიდერლანდელი და გერმანელი სკაუტები ესწრებოდნენ
პოლონეთის ექსტრაკლასას 29-ე ტურში „კრაკოვია“ სტუმრად პოზნანის „ლეხთან“ 1:2 დამარცხდა, თუმცა მატჩის ერთ-ერთი...

პოლონური მედიის ინფორმაციით (goal.pl), აღნიშნულ შეხვედრას რამდენიმე უცხოური კლუბის სკაუტიც ესწრებოდა — მათ შორის ნიდერლანდებისა და გერმანიის წარმომადგენლები.
წყაროს ცნობით, სტუმრები კაკაბაძის თამაშით კმაყოფილები დარჩნენ. ქართველმა არა მხოლოდ გოლი გაიტანა, არამედ მეორე გოლთანაც ძალიან ახლოს იყო, უბრალოდ არ გაუმართლა და ბურთი ძელს მოხვდა.
მიმდინარე სეზონში ოთარ კაკაბაძემ უკვე 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. კრაკოვის კლუბი ამჟამად 42 ქულით მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო ტურში 26 აპრილს „მოტორს“ სტუმრად დაუპირისპირდება.
What's Your Reaction?






