კალაძე: სამწუხროდ, მოხდა უბედური შემთხვევა, ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი…

თბილისის მერი, კახა კალაძე „სადგურის მოედნის” მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა, სადაც ნგრევა მოხდა. მან დაადასტურა, რომ გარდაცვლილია ერთი ადამიანი. კალაძის თქმით, კორპუსი ავარიული იყო და „ეს იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ”.  „სამწუხროდ, მოხდა უბედური შემთხვევა, ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი, ერთი არის დაშავებული, რომელსაც კლინიკაში უტარდება მკურნალობა. კორპუსი იყო ავარიული, მე-5 კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას, ეს […]

ივლ. 14, 2025 - 21:57
 0
კალაძე: სამწუხროდ, მოხდა უბედური შემთხვევა, ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი…
თბილისის მერი, „სადგურის მოედნის” მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა, სადაც ნგრევა მოხდა. მან დაადასტურა, რომ გარდაცვლილია ერთი ადამიანი.
კალაძის თქმით, კორპუსი ავარიული იყო და „ეს იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ”.
 „სამწუხროდ, მოხდა უბედური შემთხვევა, ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი, ერთი არის დაშავებული, რომელსაც კლინიკაში უტარდება მკურნალობა. კორპუსი იყო ავარიული, მე-5 კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას, ეს იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ. არაერთი შეხვედრა იქნა გამართული დიდუბის რაიონის გამგეობაში…
იყო შეთავაზება, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში და ჩვენ უზრუნველვყოფდით დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს, თუმცა, სამწუხაროდ, თქვენ იცით, რომ ამ პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-ის თანხმობა, რომელიც ჯერ ვერ იქნა მიღწეული. რამოდემინე ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილია ქირით“, – თქვა კალაძემ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow