“კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა” – “სპორტინგმა” ქოჩორაშვილი წარადგინა

ლისაბონის „სპორტინგმა“ ახალწვეული ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი წარადგინა. Zerozero წერს, რომ „ლევანტესგან“ 5.5 მილიონ ევროდ შეძენილ ქოჩორაშვილს ხუთსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმეს და თუ გათვალისწინებული ვადის ბოლომდე მათ რიგებში დარჩება, „სპორტინგში“ 31 წლის ასაკამდე ითამაშებს. ქართველის გამოსასყიდი ფასი 80 მილიონია. „კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა“ – წერს კლუბის საიტი. „ყველამ კარგად მიმიღო, თითქოს მათი ძმა ან შვილი ვარ. როდესაც ახალ […]

ივლ. 7, 2025 - 06:27
 0
“კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა” – “სპორტინგმა” ქოჩორაშვილი წარადგინა

ლისაბონის „სპორტინგმა“ ახალწვეული ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი წარადგინა.
Zerozero წერს, რომ „ლევანტესგან“ 5.5 მილიონ ევროდ შეძენილ ქოჩორაშვილს ხუთსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმეს და თუ გათვალისწინებული ვადის ბოლომდე მათ რიგებში დარჩება, „სპორტინგში“ 31 წლის ასაკამდე ითამაშებს. ქართველის გამოსასყიდი ფასი 80 მილიონია.
„კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა“ – წერს კლუბის საიტი.
„ყველამ კარგად მიმიღო, თითქოს მათი ძმა ან შვილი ვარ. როდესაც ახალ სახლში შედიხარ, თავს სრულიად სხვაგვარად გრძნობ, მაგრამ ერთ-ორ დღეში თავი ისე მაგრძნობინეს, რომ ერთ-ერთი მათგანი ვარ“.
გიორგიმ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ასპარეზობაზე ისაუბრა: „როდესაც მოზარდი ვიყავი, ვოცნებობდი, რომ ეს ოდესმე შესაძლებელი გახდებოდა. ხშირად არ მაძლევდნენ ჩემპიონთა ლიგის მატჩების ყურების უფლებას, რადგან თამაშები ძალიან გვიან იწყებოდა და უნდა დამეძინა, მაგრამ ოცნება ავისრულე. უბრალოდ მინდა გუნდს დავეხმარო, რაც ყველაზე მთავარია. ვიცი, შემიძლია გუნდის წარმატებაში წვლილი მოედანსა და მის ფარგლებს მიღმაც შევიტანო“.
“კვარას” მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და “რეალთან” დიდი მატჩის მოლოდინი
ქოჩორა და რონალდო ერთად? – ამის ალბათობა მაღალია
ქართველებს რონალდოს ექსდამრიგებელი უთავკაცებს
“მანჩესტერ იუნაიტედმა” “სპორტინგის” ნახევარმცველთან კონტრაქტი შეათანხმა
[VIDEO] გიორგი ქოჩორაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს “ლევანტეს” ლა ლიგაში დაბრუნება საკუთარი ქვეყნის დროშით აღნიშნა
ოფიციალურად – ქოჩორაშვილმა პორტუგალიურ გრანდთან კონტრაქტი გააფორმა
უფრო მეტი ფეხბურთელი სჭირდება – ქოჩორაშვილის ახალი მწვრთნელი “სპორტინგის” ხელმძღვანელობას შეუთანხმდა
რატომ დაჩქარდა ქოჩორაშვილის ტრანსფერი “სპორტინგში” და რის გამო აიწია მისმა ფასმა – ცნობილია, რომელ კლუბს მოუგეს ლისაბონელებმა ქართველისთვის ბრძოლა
აი, კომპენსაცია – მიხაილოვიჩმა “სპორტინგში” 9 დღე იმუშავა და 3 მილიონს მიიღებს
“სპორტინგის” სპორტულ დირექტორს ეს ვუთხარი” – ქოჩორაშვილის ლისაბონურ გუნდში ტრანსფერის ამბები
პირველი ვარჯიში ახალ კლუბში – ქოჩორაშვილის პორტუგალიური კარიერა ოფიციალურად დაიწყო
კიტეიშვილის საგოლე პასი – “სპორტინგმა” “შტურმს” თამაში შემოუტრიალა [VIDEO]
ქოჩორაშვილის “ლევანტემ” გამარჯვება ხელიდან გაუშვა, მაგრამ ჯერ მაინც ლიდერია

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow