კარგი ამბავი ლივერპულში გადასვლის წინ - რა ინფორმაცია ვრცელდება მამარდაზე

გიორგი მამარდაშვილმა ვალენსია დატოვა და ლივერპულს შეუერთდა, სადაც ქართველი მეკარე ახალი ისტორიის დაწერას შეეცდება

ივნ. 3, 2025 - 22:27
 0
კარგი ამბავი ლივერპულში გადასვლის წინ - რა ინფორმაცია ვრცელდება მამარდაზე
გიორგი მამარდაშვილმა ვალენსია დატოვა და ლივერპულს შეუერთდა, სადაც ქართველი მეკარე ახალი ისტორიის დაწერას შეეცდება.

როგორც იცით, ინგლისური კლუბის მთავარი მეკარე, ალისონ ბეკერი მომავალ სეზონშიც ლივერპულში იქნება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი სასტარტოდან ამოგდება მამარდამ პირველივე მატჩებიდან შეძლოს.

სხვათა შორის, ალისონთან ერთად გიორგის კონკურენტი კაომინ კელეჰერიც უნდა ყოფილიყო, თუმცა ირლანდიელი შანსის ლოდინით დაიღალა და ბრენტფორდში გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მამარდაშვილს მხოლოდ ალისონთან მოუწევს 'ჭიდილი' ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow