კარდინალები ვატიკანში შეიკრიბებიან და რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიის გეგმას განიხილავენ

კარდინალები დღეს შეხვედრას გამართავენ და პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიის გეგმას განიხილავენ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. რომის პაპის დაკრძალვას სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები დაესწრებიან. რომში ამჟამად მყოფი ყველა კარდინალი მიწვეულია ვატიკანში შეხვედრაზე, სადაც ისინი დაკრძალვის გეგმებზე ისაუბრებენ. ასევე განიხილება ეკლესიის ყოველდღიური ფუნქციონირება ახალი პაპის არჩევამდე პერიოდში. ვატიკანმა განაცხადა, რომ ცერემონია პარასკევიდან კვირამდე პერიოდში გაიმართება. ფრანცისკემ ორშაბათს გამოქვეყნებულ […]

აპრ. 22, 2025 - 12:27
 0
კარდინალები ვატიკანში შეიკრიბებიან და რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიის გეგმას განიხილავენ

კარდინალები დღეს შეხვედრას გამართავენ და პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიის გეგმას განიხილავენ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ს დაკრძალვას სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები დაესწრებიან.
რომში ამჟამად მყოფი ყველა კარდინალი მიწვეულია ვატიკანში შეხვედრაზე, სადაც ისინი დაკრძალვის გეგმებზე ისაუბრებენ. ასევე განიხილება ეკლესიის ყოველდღიური ფუნქციონირება ახალი პაპის არჩევამდე პერიოდში.
ვატიკანმა განაცხადა, რომ ცერემონია პარასკევიდან კვირამდე პერიოდში გაიმართება. ფრანცისკემ ორშაბათს გამოქვეყნებულ საბოლოო ანდერძში დაადასტურა, რომ მას სურდა დაკრძალულიყო რომის წმინდა მარიამ დიდის ბაზილიკაში და არა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, როგორც ამას ტრადიცია ითვალისწინებს.
ახალი პაპის ასარჩევი კონკლავი, როგორც წესი, პაპის გარდაცვალებიდან 15-20 დღის შემდეგ იმართება. 135-მდე კარდინალს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს უკიდურესად გასაიდუმლოებულ კენჭისყრაში, რომელიც შეიძლება რამდენიმე დღეს გაგრძელდეს.
შეგახსენებთ, რომის პაპი გუშინ დილით, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow