“კარი მეზობელმა შეაღო და იატაკზე ორი გარდაცვლილი დახვდა" - ცნობილია ახალციხეში მოკლული ქალის ვინაობა

ახალ­ცი­ხე­ში სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ორი ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლია მა­მა­კა­ცი და ქალი.არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე ეხე­ბა მკვლე­ლო­ბას და თვით­მკვლე­ლო­ბას. რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მა­მა­კაც­მა ჯერ მისი მე­გო­ბა­რი ქალ­ბა­ტო­ნი მოკ­ლა და შემ­დეგ თავი მო­იკ­ლა.გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან მარი ყურ­მაშ­ვი­ლი და სპარ­ტაკ არ­ზი­გი­ა­ნი.რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გვი­თხრეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი ას­პინ­ძი­დან არის, ქალი კი ახალ­ცი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ–ერთი სოფ­ლი­დან. რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი 'სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭეს­თან' ამ­ბო­ბენ, ქალი და კაცი ახალ­ცი­ხე­ში ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ.ად­გი­ლობ­რი­ვი, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რობს:- მომ­ხდა­რით ჩვენც გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვართ. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი მე­ზობ­ლებ­თან თით­ქმის არ კონ­ტაქ­ტობ­დნენ, არც ბევ­რი სტუ­მა­რი მო­უ­დი­ო­დათ; თუმ­ცა ბინა იმ­დე­ნი ხნის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დათ, რომ ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მა­ინც გვი­წევ­და. ესეც რომ არა, ახალ­ცი­ხე ისე­დაც პა­ტა­რა ქა­ლა­ქია და ყვე­ლა ყვე­ლას იც­ნობს. ისე კი, მა­მა­კა­ცი ახალ­ცი­ხე­ლი არ ყო­ფი­ლა, ას­პინ­ძი­დან იყო. ქალი იყო ახალ­ცი­ხის ერთ-ერთი სოფ­ლი­დან. ისი­ნი არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში იყ­ვნენ. კაცი უფ­რო­სი იყო, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბი­სა, უგებ­დნენ ერ­თმა­ნეთს.სა­მუ­შა­ო­ზე მი­დი­ოდ­ნენ და მო­დი­ოდ­ნენ ხოლ­მე, ხმა­უ­რით არა­ვის აწუ­ხებ­დნენ. ასე სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ეს ორი­ვე ადა­მი­ა­ნი დამ­თავ­რდა... დიდი უბე­დუ­რე­ბაა სი­ცო­ცხლის ასე­თი და­სას­რუ­ლი, ალ­ბათ, თა­ვა­დაც ვე­რა­სო­დეს წარ­მო­იდ­გენ­დნენ, თუ ასე­თი და­სას­რუ­ლი ექ­ნე­ბო­დათ.წყარო: kvirispalitra.ge

მაი. 2, 2025 - 15:26
 0
“კარი მეზობელმა შეაღო და იატაკზე ორი გარდაცვლილი დახვდა" - ცნობილია ახალციხეში მოკლული ქალის ვინაობა
ახალ­ცი­ხე­ში სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ორი ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლია მა­მა­კა­ცი და ქალი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე ეხე­ბა მკვლე­ლო­ბას და თვით­მკვლე­ლო­ბას. რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მა­მა­კაც­მა ჯერ მისი მე­გო­ბა­რი ქალ­ბა­ტო­ნი მოკ­ლა და შემ­დეგ თავი მო­იკ­ლა.
გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან მარი ყურ­მაშ­ვი­ლი და სპარ­ტაკ არ­ზი­გი­ა­ნი.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გვი­თხრეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი ას­პინ­ძი­დან არის, ქალი კი ახალ­ცი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ–ერთი სოფ­ლი­დან. რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი 'სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭეს­თან' ამ­ბო­ბენ, ქალი და კაცი ახალ­ცი­ხე­ში ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ.

ად­გი­ლობ­რი­ვი, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რობს:

- მომ­ხდა­რით ჩვენც გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვართ. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი მე­ზობ­ლებ­თან თით­ქმის არ კონ­ტაქ­ტობ­დნენ, არც ბევ­რი სტუ­მა­რი მო­უ­დი­ო­დათ; თუმ­ცა ბინა იმ­დე­ნი ხნის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დათ, რომ ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მა­ინც გვი­წევ­და.

ესეც რომ არა, ახალ­ცი­ხე ისე­დაც პა­ტა­რა ქა­ლა­ქია და ყვე­ლა ყვე­ლას იც­ნობს. ისე კი, მა­მა­კა­ცი ახალ­ცი­ხე­ლი არ ყო­ფი­ლა, ას­პინ­ძი­დან იყო. ქალი იყო ახალ­ცი­ხის ერთ-ერთი სოფ­ლი­დან. ისი­ნი არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში იყ­ვნენ. კაცი უფ­რო­სი იყო, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბი­სა, უგებ­დნენ ერ­თმა­ნეთს.

სა­მუ­შა­ო­ზე მი­დი­ოდ­ნენ და მო­დი­ოდ­ნენ ხოლ­მე, ხმა­უ­რით არა­ვის აწუ­ხებ­დნენ. ასე სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ეს ორი­ვე ადა­მი­ა­ნი დამ­თავ­რდა... დიდი უბე­დუ­რე­ბაა სი­ცო­ცხლის ასე­თი და­სას­რუ­ლი, ალ­ბათ, თა­ვა­დაც ვე­რა­სო­დეს წარ­მო­იდ­გენ­დნენ, თუ ასე­თი და­სას­რუ­ლი ექ­ნე­ბო­დათ.

წყარო: kvirispalitra.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow