კაციც ამას ჰქვია - ნახეთ რა დაგეგმა გუნდისთვის პარიზის პრეზიდენტმა

შესანიშნავი ჟესტით გამოირჩა კლუბის პრეზიდენტი, ნასერ ალ ხელაიფი, რომელმაც გუნდის 600 წევრს დაუფინანსა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე წასასვლელი აბსოლუტურად ყველანაირი ხარჯი

მაი. 26, 2025 - 00:27
 0
კაციც ამას ჰქვია - ნახეთ რა დაგეგმა გუნდისთვის პარიზის პრეზიდენტმა
31 მაისი პარი სენ-ჟერმენისთვის შესაძლოა ისტორიული თარიღი გახდეს. კლუბი სულ მალე ჩემპიონთა ლიგის ფინალს ითამაშებს და შეეცდება, რომ უმთავრესი საკლუბო ტიტული სადებიუტოდ მოიგოს.

ამისთვის ლუის ენრიკეს გუნდი სრულ მზადყოფნაშია. პსჟ-მ ახლახანს თასის ფინალში რეიმსი გაანადგურა და ინტერთან მატჩს იდეალურ ფორმაში შეხვდება.

გარდა ამისა, შესანიშნავი ჟესტით გამოირჩა კლუბის პრეზიდენტი, ნასერ ალ ხელაიფი, რომელმაც გუნდის 600 წევრს დაუფინანსა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე წასასვლელი აბსოლუტურად ყველანაირი ხარჯი!

სხვათა შორის, ფრანგული მედია იმასაც ვარაუდობს, რომ მოგების შემთხვევაში ფეხბურთელებს დიდი ბონუსებიც დაურიგდებათ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow