კახა კალაძე – კალასი და მსგავსი ტიპის ბიუროკრატები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ებრძვიან, გამჭვირვალობის გარეშე „შავი ფულის“ შემოტანას ვერ შეძლებენ
კალასი და მსგავსი ტიპის ბიუროკრატები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ებრძვიან, გამჭვირვალობის გარეშე შავი ფულის შემოტანას ვერ შეძლებენ – იქნება საჭირო დამატებით კანონების მიღება, სადაც ქვეყნის ინტერესები და გაძლიერებული სუვერენიტეტი იქნება გათვალისწინებული? გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე უცხოელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ […]


კალასი და მსგავსი ტიპის ბიუროკრატები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ებრძვიან, გამჭვირვალობის გარეშე შავი ფულის შემოტანას ვერ შეძლებენ – იქნება საჭირო დამატებით კანონების მიღება, სადაც ქვეყნის ინტერესები და გაძლიერებული სუვერენიტეტი იქნება გათვალისწინებული? გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე უცხოელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, საქართველოს ინტერესების „ფეხქვეშ გათელვის შესაძლებლობა არავის მიეცემა“.
„რეალურად, პრობლემა ისაა, რომ კალასი და მსგავსი ტიპის ბიუროკრატები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ებრძვიან, ვერ შეძლებენ გამჭვირვალობისა და სიცხადის გარეშე ქვეყანაში „შავი ფულის“ შემოტანას. ვერ შეძლებენ, შემდეგ ამ ფულის ჩადებას რევოლუციაში, სახელმწიფო გადატრიალებაში და საზოგადოების დაპირისპირებაში. ეს არის ის, რაც რეალურად ამ ტიპის ბიუროკრატებს აწუხებთ.
ყველაფერი რაც კეთდება, იქნება ეს კანონების მიღება თუ კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები, ყველაფერი კეთდება ქვეყნის საკეთილდღეოდ; რომ ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი, გავაძლიეროთ სუვერენიტეტი. ამ ტიპის ბიუროკრატებს, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა არ მიეცემათ, რომ საქართველოს ინტერესები თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენონ. საქართველოს ინტერესების ფეხქვეშ გათელვის შესაძლებლობას და საშუალებას არავის არ მივცემთ. ეს არის ძალიან მარტივი. იქნება საჭირო დამატებით კანონების მიღება, სადაც ქვეყნის ინტერესები და გაძლიერებული სუვერენიტეტი იქნება გათვალისწინებული? გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს“,- განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძის თქმით, სახელმწიფო გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომ ქვეყნის ინტერესები დაიცვას.
„მაგალითად, მოქალაქე ქმნის არასამთავრობო ორგანიზაციას და მისი ინტერესია ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება, პატრიოტიზმის გაღრმავება. ამ საკითხებთან დაკავშირებით, პირობითად ვიძახი, აქვს სურვილი, მიიღოს გრანტი. მერწმუნეთ, არც ერთი ის ორგანიზაცია და ქვეყანა, რომელიც ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს, ამ ტიპის პროექტებისთვის ერთ თეთრს არ გასცემს. მათი მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ ქვეყანაში გააღვივონ დაპირისპირება, მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალებები, დააფინანსონ ტრენინგები და შეფუთონ ისე თითქოს, ეს არის მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის. სინამდვილეში, საზოგადოებამ ნახა, თუ რაზე მიდიოდა საუბარი და როგორ უხსნიდნენ ადამიანებს და როგორ ატრენინგებდნენ მათ, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ. ეს მარტივი მოცემულობაა და რა თქმა უნდა, სახელმწიფო გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომ ქვეყნის ინტერესები დაიცვას და შესაძლებლობა არავის არ მისცეს, მითუმეტეს გარედან, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუცია მოხდეს“, განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძემ ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გამარტივებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.
მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ევროკავშირისგან „მბრძანებლური ტონი“ ძალიან მიუღებელია.
„პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩვენ შანტაჟს ვხედავთ. სანქციები, როგორც პიროვნულ დონეზე, ასევე ქვეყანასთან მიმართებით, საუბრები, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება – ბევრი ელემენტი იყო. ევროპა და ევროპული ღირებულებები, რა თქმა უნდა, რადიკალურად განსხვავდება იმ ბიუროკრატებისგან, რომელიც დღეს ბრიუსელშია წარმოდგენილი (ყველაზე არ მაქვს საუბარი). ჩვენ რატომ გვინდა ევროპა, რომელიც ევროპულ ღირებულებებზე, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე და ბიზნესის თავისუფლებაზეა დაფუძნებული? ეს ძირითადი მიმართულებები რაც არის, იმასთან აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობა გვაქვს დღეს და არანაირად არ ჯდება ამ ღირებულებებში იმ ბიუროკრატების ქმედებები და მესიჯები, რასაც ვისმენთ. ჩვეულებრივი შანტაჟის ელემენტებია. ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ევროპა და ევროპული მომავალი რატომ გვინდოდა და რატომ არის საინტერესო? – იქ არის სხვადასხვა ქვეყანა წარმოდგენილი, რომელსაც თავისი კულტურა და წარსული აქვთ წარმოდგენილი. ამით არის საინტერესო – მრავალფეროვანია. როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო, რომ ყველა ერთნაირები უნდა ვყოფილიყავით, ეს დამოკიდებულება და მბრძანებლური ტონი ძალიან მიუღებელია.
პასუხისმგებლობა მთლიანად იმ ბიუროკრატებს ეკისრებათ, რომელიც დღეს ბრიუსელშია და საქართველოს ებრძვის. ეს ისეთივე შანტაჟის მექანიზმია, როგორიც იყო კანდიდატის მოცემა/არმოცემა…“, – განაცხადა კალაძემ.
What's Your Reaction?






