კახა კალაძე: მუქარებისა და სანქციების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ

სააგენტო "პარალელი" კახა კალაძე: მუქარებისა და სანქციების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ „ბევრი სცენარი ვნახეთ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო და ეს ყველაფერი იმართება გარედან“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად ქვეყნის გარედან წამოსული მუქარებისა, მოქმედი ხელისუფლება ყოველთვის ქვეყნის ინტერესებს დაიცავს. „ჩვენ ვნახეთ, რაც ქვეყნის შიგნით ხდებოდა რამდენიმე წლისა და თვეების წინ. ვნახეთ კონკრეტული სცენარები – ჯერ ჟურნალისტები გვიწყობდნენ რევოლუციას, მერე არასამთავრობო […] კახა კალაძე: მუქარებისა და სანქციების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ პარალელი

მაი. 8, 2025 - 23:27
 0
კახა კალაძე: მუქარებისა და სანქციების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ

სააგენტო "პარალელი"
კახა კალაძე: მუქარებისა და სანქციების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ

ბევრი სცენარი ვნახეთ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო და ეს ყველაფერი იმართება გარედან“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად ქვეყნის გარედან წამოსული მუქარებისა, მოქმედი ხელისუფლება ყოველთვის ქვეყნის ინტერესებს დაიცავს.

ჩვენ ვნახეთ, რაც ქვეყნის შიგნით ხდებოდა რამდენიმე წლისა და თვეების წინ. ვნახეთ კონკრეტული სცენარები – ჯერ ჟურნალისტები გვიწყობდნენ რევოლუციას, მერე არასამთავრობო ორგანიზაციები, შემდეგ პოლიტიკური პარტიები, მერე საზოგადოების წევრები და ა.შ. ბევრი სცენარი ვნახეთ, მაგრამ არ იფიქროთ ეს საქართველოში დაგეგმილი იყო. ყველაფერი იმართება გარედან. მათ ჰყავთ თავისი პატრონები – კონკრეტული ადამიანები და ორგანიზაციები, ვინც გეგმავენ ამ ტიპის ქმედებებს, სახელმწიფო გადატრიალებებს. კონკრეტული ელჩების განცხადებები, კონკრეტული ქვეყნებიდან წამოსული დაფინანსებები არის ის პროცესები, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ.

რაც შეეხება სანქციებს, როდესაც საუბარია სამშობლოზე, მის ინტერესებზე, ყოველთვის დავდგებით იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს სჭირდება. მუქარებით, სანქციებით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კახა კალაძე: მუქარებისა და სანქციების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow