კახა კალაძე პაატა ბურჭულაძის მიერ მერიაში განცხადების შეტანას ეხმაურება, რომლითაც ის 4 ოქტომბერს დაგეგმილი ყრილობისთვის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის დათმობას ითხოვს

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის მიერ მერიაში განცხადების შეტანას ეხმაურება, რომლითაც ის 4 ოქტომბერს დაგეგმილი ყრილობისთვის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის დათმობას ითხოვს. როგორც დედაქალაქის მერი განმარტავს, მისი ინფორმაციით, სტადიონი კერძო საკუთრებას წარმოადგენს და მუნიციპალიტეტის ნებართვა საჭირო არ არის. „როგორც ვიცი კერძო საკუთრებაა, მუნიციპალიტეტის ნებართვა არაა საჭირო. გავივლი ამ საკითხს“, – აღნიშნა კალაძემ. […]

ივნ. 30, 2025 - 15:27
 0
კახა კალაძე პაატა ბურჭულაძის მიერ მერიაში განცხადების შეტანას ეხმაურება, რომლითაც ის 4 ოქტომბერს დაგეგმილი ყრილობისთვის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის დათმობას ითხოვს

დედაქალაქის მერი, მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის მიერ მერიაში განცხადების შეტანას ეხმაურება, რომლითაც ის 4 ოქტომბერს დაგეგმილი ყრილობისთვის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის დათმობას ითხოვს.
როგორც დედაქალაქის მერი განმარტავს, მისი ინფორმაციით, სტადიონი კერძო საკუთრებას წარმოადგენს და მუნიციპალიტეტის ნებართვა საჭირო არ არის.
„როგორც ვიცი კერძო საკუთრებაა, მუნიციპალიტეტის ნებართვა არაა საჭირო. გავივლი ამ საკითხს“, – აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, დღეს მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ თბილისის მერიაში განცხადება შეიტანა, რომლითაც ის მერიას 4 ოქტომბერს დაგეგმილი ყრილობისთვის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის დათმობას სთხოვს.
როგორც ბურჭულაძემ განმარტა, მათ სურთ, მოიწვიონ ყრილობა, რომელზეც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რა მომავალი უნდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow