“კახა კალაძესთან შეხვედრის სურვილი მაქვს" - "ტიკტოკერი" გოგონა, რომელმაც "ნიკოს ბენდში" მანუ მურღულია ჩაანაცვლა

ანა­ნო სამ­ხა­რა­ძე “კვირის პალიტრასთან” საუბრობს საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე.- სა­კუ­თარ თავს რამ­დე­ნი­მე სი­ტყვით რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებთ?- სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი ცო­ტა­თი რთუ­ლია, მაგ­რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მიყ­ვარს სიმ­ღე­რა, 3 წლი­დან ვმღე­რი და სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ. ჩემი ჰო­ბია ცეკ­ვა. ვფიქ­რობ, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით, სიმ­ღე­რის სიყ­ვა­რუ­ლით წინ წა­ვი­წევ და კა­რი­ე­რა­ში წინსვლა მექ­ნე­ბა.- რო­მელ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობთ?- აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ. უცხო ენე­ბის და­უფ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ დიპ­ლო­მა­ტი­ით, ელ­ჩო­ბით.- მო­მა­ვალ­ში სა­კუ­თარ თავს ამ პრო­ფე­სი­ა­ში რამ­დე­ნად ხე­დავთ?- კი, ვხე­დავ, ახლა ძა­ლი­ან დიდი ინ­ტე­რე­სი მაქვს.ცეკ­ვა და სიმ­ღე­რა ჰო­ბის დო­ნე­ზე დარ­ჩე­ბა?- მუ­სი­კის სიყ­ვა­რუ­ლიც ასე­თი­ვე ძლი­ე­რია ჩემ­ში, მას ჰო­ბის ვერ და­ვარ­ქმევ, ცეკ­ვას კი­დევ შე­იძ­ლე­ბა გა­ტა­ცე­ბა ვუ­წო­დო. 3 წლის ვი­ყა­ვი, დე­დამ ჩემ­ში სიმ­ღე­რის ნიჭი რომ აღ­მო­ა­ჩი­ნა. თურ­მე, სულ ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ ვტრი­ა­ლებ­დი, ვუს­მენ­დი მუ­სი­კას, სი­ტყვე­ბი არ ვი­ცო­დი, მაგ­რამ ჩე­მე­ბუ­რად, ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად ვყვე­ბო­დი მე­ლო­დი­ებს. დე­დამ სიმ­ღე­რა­ზე შე­მიყ­ვა­ნა, მერე ვცდი­ლობ­დი, სულ მიკრო­ფონ­თან ვმდგა­რი­ყა­ვი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე თავი წარ­მო­მე­ჩი­ნა. 4 წლის რომ გავ­ხდი, სა­ზა­ფხუ­ლო კონ­ცერ­ტი ტარ­დე­ბო­და და იქ გა­მო­მიყ­ვა­ნეს. ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და, არა­ერთ სიმ­ღე­რას ვას­რუ­ლებ­დი.- მი­ამ­ბეთ, "ნი­კოს ბენდში" რო­გორ მოხ­ვდით?- სა­ნამ "ნი­კოს ბენ­დის" წევ­რი გავ­ხდე­ბო­დი, მა­ნამ­დე "ქარ­თულ ლი­გა­ში" ვთა­მა­შობ­დი, სა­დაც ცოტა უც­ნა­უ­რად აღ­მოვ­ჩნდი. კლა­სე­ლებ­მა "ბოლო ზა­რის­თვის" რე­ჟი­სო­რი და­ვი­ქი­რა­ვეთ. ამ რე­ჟი­სორ­მა ამის შემ­დეგ 5 ბავ­შვი შეგ­ვარ­ჩია და "ქარ­თულ ლი­გა­ში" წა­მოგ­ვიყ­ვა­ნა. მა­ნამ­დე იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მე­ბით დი­დად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მო­ვე­დი და დავ­რჩი. "ქარ­თუ­ლი ლიგა" ერთი დიდი ოჯა­ხი­ვით არის, კარ­გი გა­რე­მოა. ჯგუფ­ში ვი­ყა­ვი, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი. ზვი­ად ბლი­ა­ძემ შე­მამ­ჩნია და შე­მომ­თა­ვა­ზა, რომ ერ­თობ­ლი­ვად, "ტიკ-ტო­კის" ვი­დე­ო­ე­ბი შეგ­ვექ­მნა. ბა­ტო­ნი ზვი­ა­დი მი­წერ­და სტრო­ფებს და მოკ­ლე კო­მე­დი­ურ სიმ­ღე­რებს ვას­რუ­ლებ­დი. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­გორც ტრენ­დი, ისე ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ნი­კოს ბენდშიც ბა­ტონ­მა ზვი­ად­მა მი­მიყ­ვა­ნა. ამ ადა­მი­ა­ნის მად­ლი­ე­რი ვარ და ძა­ლი­ან დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი. "ტიკ-ტო­კის" ვი­დე­ო­ე­ბის ჩა­წე­რას ახ­ლაც ვაგ­რძე­ლებთ. უკვე 70 000-ზე მეტი გა­მომ­წე­რი მყავს და 4 ვი­დე­ოს მი­ლი­ონ­ზე მეტი ნახ­ვა აქვს. ასე­ვე მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ჩვენს ვი­დე­ო­ებ­ზე მუ­შა­ობს. "ქარ­თუ­ლი ლი­გი­დან" გა­ვი­ცა­ნი ნიკო ნა­ნი­ტაშ­ვი­ლი, სა­ნამ ბენდში მოხ­ვდე­ბო­დი, მა­ნამ­დე გა­და­ცე­მა "პოსტ ალი­ონ­ში" ვი­ყა­ვი მას­თან სტუმ­რად.ბენ­დის წევ­რებ­თან და­მე­გობ­რე­ბა უკვე მო­ას­წა­რით?- დიახ, ამი­კო ჩო­ხა­რა­ძეს ბავ­შვო­ბი­დან სულ ვუ­ყუ­რებ­დი ტე­ლე­ვი­ზორ­ში. ნა­ნუ­კა ფორჩხი­ძე ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი, თბი­ლი ადა­მი­ა­ნია. ბენ­დის წევ­რე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან, ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­დნენ. უკვე 3 გა­და­ცე­მა გა­ვი­და, ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მხო­ლოდ და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი მეს­მის, მგო­ნი ცუდი კო­მენ­ტა­რიც კი არ და­წე­რი­ლა. ეს მხარ­და­ჭე­რა ჩემ­თვის უდი­დე­სი სტი­მუ­ლია. შემ­თხვე­ვით ვი­სარ­გებ­ლებ და ყვე­ლა ამ ადა­მი­ანს მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი.- ბენდში მანუ მურ­ღუ­ლია ჩა­ა­ნაც­ვლეთ. მას იც­ნობ­დით? ხომ არ გა­მო­გეხ­მა­უ­რათ?- მანუ მა­შინ გა­ვი­ცა­ნი, რო­დე­საც მის და ირმა სო­ხა­ძის გა­და­ცე­მა­ში ვი­ყა­ვი სტუმ­რად, შემ­დეგ "ქარ­თულ ლი­გა­შიც" გა­და­ვიკ­ვე­თეთ. მანუ ძა­ლი­ან კარ­გი გო­გოა, ნი­ჭი­ე­რი. მის გა­რეგ­ნულ სი­ლა­მა­ზე­ზე აღარ ვლა­პა­რა­კობ. ბენდში სიმ­ღე­რის შემ­დეგ, მისი შე­ფა­სე­ბა არ მო­მის­მე­ნია.- ბენ­დის წევ­რებს რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებთ? ნიკო ნა­ნი­ტაშ­ვი­ლით და­ვი­წყოთ.- ნიკო ჭი­ა­თუ­რე­ლია, მე - სა­ჩხე­რე­ლი და ურ­თი­ერ­თო­ბის აწყო­ბა არ გაგ­ვჭირ­ვე­ბია. სა­ერ­თო ნაც­ნო­ბე­ბიც გვყავს, ამით ერ­თმა­ნეთს უფრო და­ვუ­ახ­ლოვ­დით. ნიკო თა­ვისi საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი, ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი. ნა­ნუ­კა ფორჩხი­ძე თბი­ლი, ნაზი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე გო­გოა, კარ­გი სა­უ­ბა­რი, ძა­ლი­ან კარ­გი ბგე­რა აქვს. ამი­კო ზე­სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია, ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ვა­ფა­სებ. ამი­კო რომ არის ბენდში, ამით კი­დევ უფრო ლაღი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ, მას ყო­ველ­თვის კარ­გი გან­წყო­ბა და მხი­ა­რუ­ლე­ბა შე­მო­აქვს.- რო­გორ შეგ­ხვდე­ბოდ­ნენ ბენ­დის წევ­რე­ბი, რამ­დე­ნად გა­უ­გებ­დით ერ­თმა­ნეთს, ამა­ზე ღე­ლავ­დით?- რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო და ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რო­გორ მი­მი­ღებ­დნენ, თა­ვი­სე­ბუ­რი გან­ცდა მქონ­და. თან, ჩემი ოც­ნე­ბა იყო ბენდში მემ­ღე­რა, ძა­ლი­ან დიდი სით­ბო და­მახ­ვედ­რეს და ამით ბედ­ნი­ე­რი ვარ.- ოჯა­ხის წევ­რე­ბი რას გე­უბ­ნე­ბი­ან?- ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ოც­ნე­ბა ავას­რუ­ლე და კი­დევ ვა­პი­რებ მათი ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბას. ოჯა­ხი ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია და ვფიქ­რობ, მათი მხარ­ში დგო­მით და გამ­ხნე­ვე­ბით, მწვერ­ვა­ლებ­საც და­ვი­პყრობ.- მშობ­ლე­ბი სა­ჩხე­რე­ში ცხოვ­რო­ბენ?- დიახ. მყავს ერთი წლით პა­ტა­რა

ივნ. 7, 2025 - 21:57
 0
“კახა კალაძესთან შეხვედრის სურვილი მაქვს" - "ტიკტოკერი" გოგონა, რომელმაც "ნიკოს ბენდში" მანუ მურღულია ჩაანაცვლა
ანა­ნო სამ­ხა­რა­ძე “კვირის პალიტრასთან” საუბრობს საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე.

- სა­კუ­თარ თავს რამ­დე­ნი­მე სი­ტყვით რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებთ?

- სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი ცო­ტა­თი რთუ­ლია, მაგ­რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მიყ­ვარს სიმ­ღე­რა, 3 წლი­დან ვმღე­რი და სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ. ჩემი ჰო­ბია ცეკ­ვა. ვფიქ­რობ, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით, სიმ­ღე­რის სიყ­ვა­რუ­ლით წინ წა­ვი­წევ და კა­რი­ე­რა­ში წინსვლა მექ­ნე­ბა.

- რო­მელ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობთ?

- აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ. უცხო ენე­ბის და­უფ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ დიპ­ლო­მა­ტი­ით, ელ­ჩო­ბით.

- მო­მა­ვალ­ში სა­კუ­თარ თავს ამ პრო­ფე­სი­ა­ში რამ­დე­ნად ხე­დავთ?

- კი, ვხე­დავ, ახლა ძა­ლი­ან დიდი ინ­ტე­რე­სი მაქვს.

ცეკ­ვა და სიმ­ღე­რა ჰო­ბის დო­ნე­ზე დარ­ჩე­ბა?

- მუ­სი­კის სიყ­ვა­რუ­ლიც ასე­თი­ვე ძლი­ე­რია ჩემ­ში, მას ჰო­ბის ვერ და­ვარ­ქმევ, ცეკ­ვას კი­დევ შე­იძ­ლე­ბა გა­ტა­ცე­ბა ვუ­წო­დო. 3 წლის ვი­ყა­ვი, დე­დამ ჩემ­ში სიმ­ღე­რის ნიჭი რომ აღ­მო­ა­ჩი­ნა. თურ­მე, სულ ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ ვტრი­ა­ლებ­დი, ვუს­მენ­დი მუ­სი­კას, სი­ტყვე­ბი არ ვი­ცო­დი, მაგ­რამ ჩე­მე­ბუ­რად, ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად ვყვე­ბო­დი მე­ლო­დი­ებს. დე­დამ სიმ­ღე­რა­ზე შე­მიყ­ვა­ნა, მერე ვცდი­ლობ­დი, სულ მიკრო­ფონ­თან ვმდგა­რი­ყა­ვი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე თავი წარ­მო­მე­ჩი­ნა. 4 წლის რომ გავ­ხდი, სა­ზა­ფხუ­ლო კონ­ცერ­ტი ტარ­დე­ბო­და და იქ გა­მო­მიყ­ვა­ნეს. ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და, არა­ერთ სიმ­ღე­რას ვას­რუ­ლებ­დი.

- მი­ამ­ბეთ, "ნი­კოს ბენდში" რო­გორ მოხ­ვდით?

- სა­ნამ "ნი­კოს ბენ­დის" წევ­რი გავ­ხდე­ბო­დი, მა­ნამ­დე "ქარ­თულ ლი­გა­ში" ვთა­მა­შობ­დი, სა­დაც ცოტა უც­ნა­უ­რად აღ­მოვ­ჩნდი. კლა­სე­ლებ­მა "ბოლო ზა­რის­თვის" რე­ჟი­სო­რი და­ვი­ქი­რა­ვეთ. ამ რე­ჟი­სორ­მა ამის შემ­დეგ 5 ბავ­შვი შეგ­ვარ­ჩია და "ქარ­თულ ლი­გა­ში" წა­მოგ­ვიყ­ვა­ნა. მა­ნამ­დე იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მე­ბით დი­დად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მო­ვე­დი და დავ­რჩი. "ქარ­თუ­ლი ლიგა" ერთი დიდი ოჯა­ხი­ვით არის, კარ­გი გა­რე­მოა. ჯგუფ­ში ვი­ყა­ვი, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი. ზვი­ად ბლი­ა­ძემ შე­მამ­ჩნია და შე­მომ­თა­ვა­ზა, რომ ერ­თობ­ლი­ვად, "ტიკ-ტო­კის" ვი­დე­ო­ე­ბი შეგ­ვექ­მნა. ბა­ტო­ნი ზვი­ა­დი მი­წერ­და სტრო­ფებს და მოკ­ლე კო­მე­დი­ურ სიმ­ღე­რებს ვას­რუ­ლებ­დი. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­გორც ტრენ­დი, ისე ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ნი­კოს ბენდშიც ბა­ტონ­მა ზვი­ად­მა მი­მიყ­ვა­ნა. ამ ადა­მი­ა­ნის მად­ლი­ე­რი ვარ და ძა­ლი­ან დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი. "ტიკ-ტო­კის" ვი­დე­ო­ე­ბის ჩა­წე­რას ახ­ლაც ვაგ­რძე­ლებთ. უკვე 70 000-ზე მეტი გა­მომ­წე­რი მყავს და 4 ვი­დე­ოს მი­ლი­ონ­ზე მეტი ნახ­ვა აქვს. ასე­ვე მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ჩვენს ვი­დე­ო­ებ­ზე მუ­შა­ობს. "ქარ­თუ­ლი ლი­გი­დან" გა­ვი­ცა­ნი ნიკო ნა­ნი­ტაშ­ვი­ლი, სა­ნამ ბენდში მოხ­ვდე­ბო­დი, მა­ნამ­დე გა­და­ცე­მა "პოსტ ალი­ონ­ში" ვი­ყა­ვი მას­თან სტუმ­რად.

ბენ­დის წევ­რებ­თან და­მე­გობ­რე­ბა უკვე მო­ას­წა­რით?

- დიახ, ამი­კო ჩო­ხა­რა­ძეს ბავ­შვო­ბი­დან სულ ვუ­ყუ­რებ­დი ტე­ლე­ვი­ზორ­ში. ნა­ნუ­კა ფორჩხი­ძე ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი, თბი­ლი ადა­მი­ა­ნია. ბენ­დის წევ­რე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან, ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­დნენ. უკვე 3 გა­და­ცე­მა გა­ვი­და, ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მხო­ლოდ და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი მეს­მის, მგო­ნი ცუდი კო­მენ­ტა­რიც კი არ და­წე­რი­ლა. ეს მხარ­და­ჭე­რა ჩემ­თვის უდი­დე­სი სტი­მუ­ლია. შემ­თხვე­ვით ვი­სარ­გებ­ლებ და ყვე­ლა ამ ადა­მი­ანს მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი.

- ბენდში მანუ მურ­ღუ­ლია ჩა­ა­ნაც­ვლეთ. მას იც­ნობ­დით? ხომ არ გა­მო­გეხ­მა­უ­რათ?

- მანუ მა­შინ გა­ვი­ცა­ნი, რო­დე­საც მის და ირმა სო­ხა­ძის გა­და­ცე­მა­ში ვი­ყა­ვი სტუმ­რად, შემ­დეგ "ქარ­თულ ლი­გა­შიც" გა­და­ვიკ­ვე­თეთ. მანუ ძა­ლი­ან კარ­გი გო­გოა, ნი­ჭი­ე­რი. მის გა­რეგ­ნულ სი­ლა­მა­ზე­ზე აღარ ვლა­პა­რა­კობ. ბენდში სიმ­ღე­რის შემ­დეგ, მისი შე­ფა­სე­ბა არ მო­მის­მე­ნია.

- ბენ­დის წევ­რებს რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებთ? ნიკო ნა­ნი­ტაშ­ვი­ლით და­ვი­წყოთ.

- ნიკო ჭი­ა­თუ­რე­ლია, მე - სა­ჩხე­რე­ლი და ურ­თი­ერ­თო­ბის აწყო­ბა არ გაგ­ვჭირ­ვე­ბია. სა­ერ­თო ნაც­ნო­ბე­ბიც გვყავს, ამით ერ­თმა­ნეთს უფრო და­ვუ­ახ­ლოვ­დით. ნიკო თა­ვისi საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი, ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი. ნა­ნუ­კა ფორჩხი­ძე თბი­ლი, ნაზი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე გო­გოა, კარ­გი სა­უ­ბა­რი, ძა­ლი­ან კარ­გი ბგე­რა აქვს. ამი­კო ზე­სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია, ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ვა­ფა­სებ. ამი­კო რომ არის ბენდში, ამით კი­დევ უფრო ლაღი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ, მას ყო­ველ­თვის კარ­გი გან­წყო­ბა და მხი­ა­რუ­ლე­ბა შე­მო­აქვს.

- რო­გორ შეგ­ხვდე­ბოდ­ნენ ბენ­დის წევ­რე­ბი, რამ­დე­ნად გა­უ­გებ­დით ერ­თმა­ნეთს, ამა­ზე ღე­ლავ­დით?

- რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო და ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რო­გორ მი­მი­ღებ­დნენ, თა­ვი­სე­ბუ­რი გან­ცდა მქონ­და. თან, ჩემი ოც­ნე­ბა იყო ბენდში მემ­ღე­რა, ძა­ლი­ან დიდი სით­ბო და­მახ­ვედ­რეს და ამით ბედ­ნი­ე­რი ვარ.

- ოჯა­ხის წევ­რე­ბი რას გე­უბ­ნე­ბი­ან?

- ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ოც­ნე­ბა ავას­რუ­ლე და კი­დევ ვა­პი­რებ მათი ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბას. ოჯა­ხი ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია და ვფიქ­რობ, მათი მხარ­ში დგო­მით და გამ­ხნე­ვე­ბით, მწვერ­ვა­ლებ­საც და­ვი­პყრობ.

- მშობ­ლე­ბი სა­ჩხე­რე­ში ცხოვ­რო­ბენ?

- დიახ. მყავს ერთი წლით პა­ტა­რა და და 11 წლით პა­ტა­რა ძმა. ჩემი ძმა ყო­ველ­თვის მე­ლო­დე­ბა. ყვე­ლა შო­უ­ში, სა­დაც კი ვი­ყა­ვი, იცის, სად რას ვა­კე­თებ­დი. დე­დას შემ­დეგ, ძმა ჩემი პირ­ვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია. რო­დე­საც ეკ­რან­ზე მხე­დავს, ყო­ველ­თვის დიდ ემო­ცი­ებ­შია და სი­ხა­რუ­ლის­გან აღარ იცის, რა გა­ა­კე­თოს, ეს კი­დევ უფრო დიდ ძა­ლას მაძ­ლევს.

ლექტორებისა და ჯგუფელებისგან როგორი შეფასებები მოისმინეთ?

- კარგი ჯგუფელები მყავს, ჯერ "ტიკ-ტოკზე" მგულშემატკივრობდნენ, შემდეგ - "ქართულ ლიგაში", ახლა უხარიათ, ბენდში რომ ვმღერი.

- შოუების ჩაწერაზე დასწრებას ხომ არ გთხოვენ?

- ჯერ არა. ლექტორები მხარს მიჭერენ და გახარებულები არიან, რომ მათი მოსწავლე წინსვლისa და წარმატებისკენ მიისწრაფვის.

- პოპულარობა კარგია? უკვე გრძნობთ?

- ჩემი ოცნება იყო პოპულარული გავმხდარიყავი ჩემი ადამიანობით, ნიჭით. პოპულარობა არ არის ადვილი. ვფიქრობ, ამას თავისი წესები, დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ჯერ უარყოფითი მხარე არ შემხებია, მსმენლის კეთილგანწყობა დავიმსახურე, რაც ძალიან მახარებს.

- პოპულარობის უარყოფით მხარეში რას გულისხმობთ?

- ადამიანი ყველას მოსაწონი ხომ ვერ იქნები, ზოგჯერ ამ არმოწონებას არასწორი ფორმით გამოხატავენ.

კრიტიკაზე როგორ რეაგირებთ?

- ჯანსაღი კრიტიკა პროფესიულ ზრდაში ძალიან მეხმარება. რა თქმა უნდა, ვიღებ და ვცდილობ, გავითვალისწინო. ეს ჩემზე ცუდად არ მოქმედებს.
- სოციალურ ქსელებში კომენტარებს ეცნობით?

- ნაკლებად, ამ საქმეში ჩემი ოჯახი უფროა ჩართული, მაგრამ ძალიან მინდა ისინიც ჩამოშორდნენ. იმუნიტეტი გამოვიმუშავე, მე ჩემი საქმე უნდა ვაკეთო.

- ანანო, შეყვარებული ხარ?

- არა, ამ ეტაპზე მთლიანად კარიერაზე ვარ გადართული, ეს არის პრიორიტეტი.

- როგორი უნდა იყოს ბიჭი, ურთიერთობის სურვილი რომ გაგიჩნდეს?

- კომუნიკაბელური უნდა იყოს, გარეგნობამაც დაmაინტერესოს და საუბარშიც საინტერესოდ აmიყოლიოს. მოკლედ, ბიჭი აუცილებლად საინტერესო უნდა იყოს.

- ვინ არის ის ცნობილი ადამიანი, ვისაც "ნიკოს შოუში" ყველაზე დიდი ინტერესით იხილავდით?
- ამაზე არასდროს მიფიქრია.

- მსახიობი, მომღერალი, პოლიტიკოსი...

- ჩემი აზრით, კახა კალაძე ძალიან კარგი ადამიანია, მასთან შეხვედრის სურვილი მაქვს.
- რა გაქვთ მისთვის სათქმელი?

- მადლობა.

- რისთვის?

- იმ ყველაფრისთვის, რასაც დედაქალაქისთვის აკეთებს. ქალაქს სიცოცხლე შესძინა, ბევრი გამწვანებული ადგილი გაჩნდა. ჩემთვის ჯერ ადამიანობაა მთავარი, მერე - პოლიტიკა. კახა კალაძე, როგორც პიროვნება, ძალიან მომწონს.

წყარო: gza.kvirispalitra.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow