„კერამიკის სიმპოზიუმი“ სოფელ ბრილში

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილში „კერამიკის სიმპოზიუმი“ გაიმართა. სიმპოზიუმის ფარგლებში ორი კვირის განმავლობაში მოეწყო ბანაკი, მონაწილეებმა  თიხისგან კერამიკული ფიგურების და ნივთების დამზადება შეისწავლეს. სოფელ ბრილში ადგილზე მოპოვებული თიხით, მასტერკლასები რვა კერამიკოსმა ჩაატარა. შეიქმნა ნამუშევრები და მოეწყო გამოფენა. სოფელ ბრილში პარალელურად ჩატარდა კვლევითი სამუშაოები, ბანაკის მონაწილეებისთვის ჩატარდა თეორიული სწავლება. აღსანიშნავია, რომ სოფელ ბრილის საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს კერამიკის სკოლა, ხოლო სოფელში არის სახელოსნო „ბრილი არტი“, სადაც ადგილობრივები თიხის დამზადებას სწავლობენ. პროექტი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, შუახევის  მერიისა და აჭარის მუზეუმის მხარდაჭერით განხორციელდა.

ივლ. 29, 2025 - 14:57
 0
„კერამიკის სიმპოზიუმი“ სოფელ ბრილში

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილში „კერამიკის სიმპოზიუმი“ გაიმართა. სიმპოზიუმის ფარგლებში ორი კვირის განმავლობაში მოეწყო ბანაკი, მონაწილეებმა  თიხისგან კერამიკული ფიგურების და ნივთების დამზადება შეისწავლეს. სოფელ ბრილში ადგილზე მოპოვებული თიხით, მასტერკლასები რვა კერამიკოსმა ჩაატარა.

შეიქმნა ნამუშევრები და მოეწყო გამოფენა. სოფელ ბრილში პარალელურად ჩატარდა კვლევითი სამუშაოები, ბანაკის მონაწილეებისთვის ჩატარდა თეორიული სწავლება. აღსანიშნავია, რომ სოფელ ბრილის საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს კერამიკის სკოლა, ხოლო სოფელში არის სახელოსნო „ბრილი არტი“, სადაც ადგილობრივები თიხის დამზადებას სწავლობენ. პროექტი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, შუახევის  მერიისა და აჭარის მუზეუმის მხარდაჭერით განხორციელდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow