კვარა მთელს მსოფლიოში პირველია - რა მაჩვენებლით ლიდერობს ხვიჩა
საფეხბურთო პორტალმა Givemesport-მა მსოფლიოში საუკეთესო დრიბლიორების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგი მოტყუებული მეტოქეების...

მიუხედავად მრავალი ვარსკვლავის არსებობისა, ყველაზე მაღალი პოზიცია, პირველი ადგილი – ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ერგო. ამჟამად პარი სენ-ჟერმენის რიგებში მოასპარეზე ხვიჩა რეიტინგში არაერთ ისეთ ცნობილ მოთამაშეს უსწრებს, როგორებიც არიან ლეო მესი, კილიან მბაპე, ჯამალ მუსიალა და ვინისიუს ჟუნიორი.
კვარაცხელიას უნიკალური სტილი – სწრაფი წყვეტები, მჭიდრო ბურთის კონტროლი და პირდაპირი თამაშისადმი მიდრეკილება – მას გამოარჩევს თანამედროვე ვინგერებისგან. საფეხბურთო წრეებში ხშირად ამბობენ, რომ ის „ძველი სკოლის“ მოთამაშეა, რომელიც თანამედროვე ტაქტიკაში განსაკუთრებულად ანათებს.
სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)
2. რაიან შერკი (ლიონი)
3. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი)
4. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი)
5. უსმან დემბელე (პსჟ)
6. ლეო მესი (ინტერ მაიამი)
7. ლამინ იამალი (ბარსელონა)
8. დეზირე დუე (პსჟ)
9. ნიკო უილიამსი (ბილბაო)
10. კილიან მბაპე (რეალი)
11. როდრიგო (რეალი)
12. ფლორიან ვირტცი (ბაიერი)
13. ჟერემი დოკუ (მანჩესტერ სიტი)
14. სავინიო (მანჩესტერ სიტი)
15. ჯეიმი გიტენსი (დორტმუნდი)
What's Your Reaction?






