კვარა სკამზე? - რა გადაწყვეტილება მიიღო ენრიკემ დღევანდელი მატჩისთვის

დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე რიგით მესამე შეხვედრას გამართავს და სიეტლის დამარცხებას შეეცდება

ივნ. 23, 2025 - 18:27
 0
კვარა სკამზე? - რა გადაწყვეტილება მიიღო ენრიკემ დღევანდელი მატჩისთვის
დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე რიგით მესამე შეხვედრას გამართავს და სიეტლის დამარცხებას შეეცდება.

ორი ტურის შემდეგ ლუის ენრიკეს გუნდს ჯამურად 3 ქულა აქვს და დღევანდელ შეხვედრაში აუცილებლად ყურადღებით თამაშია საჭირო, რადგან ფეხის დაცდენისთვის დრო აღარაა დარჩენილი.

L'equipe-ს ინფორმაციით, წინა თამაშით უკმაყოფილო ენრიკე შემადგენლობას გადაახალისებს და ხვიჩა კვარაცხელიას ამჯერად სათადარიგოთა სკამზე დასვამს.

აი, როგორ შემადგენლობას ელიან დღეს პსჟ-სგან:

დონარუმა, მენდეში, ბერალდო, მარკინიოსი, ზაირ-ემერი, ლი კანგ-ინი, ნევეში, რუისი, ბარკოლე, დუე, რამოში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow