"კვარაზე ვიცი, მაგრამ მე აქ ჩემი ისტორიის დასაწერად მოვედი" - "ნაპოლის" ახალწვეული ნოა ლანგი
"კვარამ ბევრი გააკეთა, მაგრამ მე აქ ჩემი ისტორიის დასაწერად მოვედი" - "ნაპოლის" ახალწვეული ნოა ლანგი

იტალიაში მას დიდი მოლოდინით ხვდებიან და ბევრისთვის სწორედ ის უნდა გახდეს "აძურის" მარცხენა ფლანგის ახალი ბრწყინვალება.
თავად ნიდერლანდელი ახალ გამოწვევას თავდაჯერებით ხვდება და საკუთარ შესაძლებლობებში არ ეპარება:
"კვარაცხელია? ვიცი, როგორი ძლიერი ფეხბურთელია და რამდენიც გააკეთა ნაპოლისთვის, მაგრამ მე აქ საკუთარი ისტორიის დასაწერად მოვედი. მჯერა ჩემი შესაძლებლობების და მინდა, სკუდეტო სწორედ ნაპოლისთან ერთად მოვიგო."
ლანგი აქცენტს აკეთებს საკუთარ წარმატებულ გამოცდილებაზე:
"ერედივიზიონისა და ბელგიის ლიგის ჩემპიონი საერთო ჯამში ხუთჯერ გავხდი. სერია A-ს ტიტული კიდევ ერთი ახდენილი ოცნება იქნება."
სტატისტიკურად ლანგი ერთ-ერთი გამორჩეული ვინგერია, რომელსაც სისწრაფე, დრიბლინგი და კრეატიულობა აერთიანებს. პსვ-ს შემადგენლობაში 63 მატჩში 19 გოლი და 14 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.
What's Your Reaction?






