კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე, ტრამპი ტრიბუნაზე და ვნებათაღელვა პარიზში

დღეს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პსჟ „ჩელსის“ დაუპირისპირდება. ფრანგული მედიის ცნობით, პარიზული გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე იმავე ძირითად შემადგენლობას გაიყვანს მოედანზე, რომელმაც „რეალთან“ თამაში დაიწყო. „პარიზიენი“ აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო მატჩში გარკვეული დაღლა დაეტყო, მაგრამ ასე ფასეული ქართველი პირველივე წუთებიდან მარცხენა ფლანგიდან შეუტევს ლონდონელთა კარს. ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი […]

ივლ. 13, 2025 - 05:27
 0
კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე, ტრამპი ტრიბუნაზე და ვნებათაღელვა პარიზში

დღეს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პსჟ „ჩელსის“ დაუპირისპირდება. ფრანგული მედიის ცნობით, პარიზული გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე იმავე ძირითად შემადგენლობას გაიყვანს მოედანზე, რომელმაც „რეალთან“ თამაში დაიწყო.
„პარიზიენი“ აღნიშნავს, რომ ს ბოლო მატჩში გარკვეული დაღლა დაეტყო, მაგრამ ასე ფასეული ქართველი პირველივე წუთებიდან მარცხენა ფლანგიდან შეუტევს ლონდონელთა კარს.
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ შეხვედრას -ის პრეზიდენტი დაესწრება: „ტრამპი ფინალზე იქნება. მას უყვარს სოკერი. პირველი საპრეზიდენტო ვადისას თეთრი სახლის ეზოში ფეხბურთის კარები ჰქონდა. ის მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტია. ასეთი მასშტაბის ღონისძიების ჩატარება მისი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია. ტურნირზე ორ მილიარდ დოლარზე მეტი გამოვიმუშავეთ, საშუალოდ 31 მილიონი თითოეულ მატჩზე. ვერცერთი ტურნირი ამ მხრივ საკლუბო მუნდიალთან ახლოსაც ვერ მივა. ყველას აზრს პატივს ვცემ, ზოგს ვიზიარებ კიდეც, მაგრამ ნათლად დავინახეთ, რომ ყველა კლუბი კმაყოფილი დარჩა. არავითარ სერიოზულ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. პსჟ-ს და „ჩელსის“ გულშემატკივრები თავიდანვე განუმეორებელნი იყვნენ“.
პარიზში კი დიდი აჟიოტაჟია, ფანები „პარი სენ ჟერმენის“ მიერ ამ სეზონში მეხუთე ტიტულის მოპოვების მოლოდინში არიან, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მათ თამაშის ელისეს მინდვრებზე ყურების და ზეიმის უფლებას არ მისცემს.
„არავითარი შეკრებები და აღნიშვნა ნებადართული არ იქნება. მაღაზიები 19:00 საათზე დაიკეტება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამით არ იმოძრავებს. ნებისმიერი არეულობის თავიდან ასაცილებლად წესრიგს დავიცავთ. ამისათვის მკაცრ ზომებს მივიღებთ და სამართალდამცავებზე ძალადობას არ დავუშვებთ“, – განაცხადა დედაქალაქის პოლიციის პრეფექტმა ლორან ნუნიესმა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრუნო რეტაიოს თქმით, წესრიგს პარიზში 11 500 პოლიციელი დაიცავს და არავის მისცემენ ყაჩაღობის, ქურდობის და მაღაზიების მტვრევის უფლებას.
ლოჩოშვილი “ნიურნბერგის” ფეხბურთელია – ის კლოზეს სანიოლმა დადებითად დაუხასიათა
ფინანსური რესურსები აქვთ და მიქაუტაძის დამატება სურთ – ქართველი “რომას” შემდეგ იტალიაში კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “რეალთან” მატჩში?
“ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი” – უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
თბილისს ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო ეწვევა
“იმედი მაქვს, მალე რუსეთს საფეხბურთო სამყაროში დავაბრუნებთ”- FIFA-ს პრეზიდენტი
ფიფას პრეზიდენტი საქართველოს სპეციალური ვიზიტით ესტუმრა [VIDEO]
ს ნაკრები და ამ ქვეყნის კლუბები საერთაშორისო ტურნირებზე მხოლოდ ამ შემთხვევაში დაბრუნდებიან” – FIFA-ს მმართველის შემდეგ, ამ საკითხზე UEFA-ს პრეზიდენტმაც ისაუბრა
ჯანი ინფანტინოს ვიზიტი თბილისში
ტრამპი აშშ-ის ნაკრების თამაშებს აღარ დაესწრება – მიზეზი რასიზმის საკითხია
“რეალი” და “ინტერი” არ ვეგონოთ – პსჟ-ს დამარცხებით გაგაკვირვებთ – “ჩელსის” ფეხბურთელები იქადნებიან
ტაისონმა ტრამპის დაცვა “გათიშა”, ოფისში აუვარდა და აგინა – დონალდი მაიკის საშუალებით მდიდრდებოდა
ტრამპისა და ჯონსონის არჩევა სამყაროსთვის ცუდი ნიშანი იყო – კლოპი პოლიტიკაზე
დონალდ ტრამპი: სპორტი შეჩერებისთვის არაა შექმნილი
“გოლდენ სტეიტის” მწვრთნელმა დონალდ ტრამპს დასცინა [PHOTO]
ტრამპი NBA-ს კალათბურთელებზე: დებილები და ამაზრზენები არიან
“FIFA ს არ დაეხმარა, ერთიანობა ვერ ვიგრძენით” – პალკინმა ინფანტინოსთან დაკავშირებით უმაყოფილება ღიად გამოხატა
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ “რეალს” ამარცხებს
[VIDEO] პსჟ GALACTICS! – “კვარას” გუნდმა “რეალი” გაანადგურა და ფინალში გავიდა

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow