"კვიპროსის იქითაც აქვს წინადადებები" - კვიპროსული მედია ლაშა დვალზე

კვიპროსული მედიის ინფორმაციით, ქართველ მცველ ლაშა დვალს წინადადებები კვიპროსის ლიგის იქითაც აქვს

მაი. 30, 2025 - 14:56
 0
"კვიპროსის იქითაც აქვს წინადადებები" - კვიპროსული მედია ლაშა დვალზე
კვიპროსული მედიის ინფორმაციით, ქართველ მცველ ლაშა დვალს წინადადებები კვიპროსის ლიგის იქითაც აქვს.

Sport fm წერს, რომ დვალი აპოელს ტოვებს, თუმცა სად გააგრძელებს კარიერას ქართველი, ეს ჯერ კიდევ გასარკვევი იქნება:

ლაშა დვალს აპოელ-თან კონტრაქტი რამდენიმე დღეში ეწურება და მხარეები მის გაგრძელებას აღარ აპირებენ, რადგან ქართველი მცველი თავის მომავალს სხვა გუნდში ხედავს.

30 წლის ფეხბურთელით რამდენიმე კვიპროსული კლუბია დაინტერესებული და თუ შესაბამის პირობებს შესთავაზებენ, შესაძლებელია, რომ ფეხბურთელი კვლავ კვიპროსში დარჩეს. როგორც ცნობილია, იანვარში მას ლიმასოლის არისთან აკავშირებდნენ.

ამავე დროს, ლაშა დვალს სხვა ქვეყნის ჩემპიონატებიდანაც ჰქონდა მიწვევები. იანვარში მას ყაზახეთის პრემიერლიგის კლუბი დაუკავშირდა, მაგრამ მაშინ აპოელ-ის ქართველმა მცველმა შეთავაზებაზე უარი თქვა.

- წერს გამოცემა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow