კვლევა, რომლითაც EU-ის მიმართ ნდობა შემცირდა, GORBI-მ ჩაატარა

ევრობარომეტრის კვლევა, რომლის მიხედვითაც, ერთ წელში EU-სადმი ნდობა საქართველოში 17%-ით შემცირდა, კომპანია GORBI-მ ჩაატარა. GORBI-მ Civil.ge-ს დაუდასტურა, რომ საქართველოში კვლევის საველე სამუშაოები ნამდვილად მათ ჩაატარეს. ამ ორგანიზაციის პოლიტიკური კვლევები ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ტარდება ხოლმე. მაგალითად, წინასაარჩევნოდ, 8 ოქტომბერს გამოქვეყნებული GORBI-ს კვლევით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 59.5% იყო. “ქართული ოცნებიდან” წამოსვლის შემდეგ ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ გორბი მიკერძოებაში […]

ივნ. 4, 2025 - 20:57
 0
კვლევა, რომლითაც EU-ის მიმართ ნდობა შემცირდა, GORBI-მ ჩაატარა

ევრობარომეტრის კვლევა, რომლის მიხედვითაც, ერთ წელში EU-სადმი ნდობა საქართველოში 17%-ით შემცირდა, კომპანია GORBI-მ ჩაატარა.
GORBI-მ Civil.ge-ს დაუდასტურა, რომ საქართველოში კვლევის საველე სამუშაოები ნამდვილად მათ ჩაატარეს.
ამ ორგანიზაციის პოლიტიკური კვლევები ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ტარდება ხოლმე. მაგალითად, წინასაარჩევნოდ, 8 ოქტომბერს გამოქვეყნებული GORBI-ს კვლევით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 59.5% იყო. “ქართული ოცნებიდან” წამოსვლის შემდეგ ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ გორბი მიკერძოებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „გორბის“ კვლევები დიდ თეთრ მაგიდასთან იწერება”.
“დიახ [ასე პირდაპირ ხელით, სურვილისამებრ], „აი, ამას მიუმატე ამდენი, ამას მოაკელი ამდენი“ – ასე იწერება. სხვა კი არაფერია”, – თქვა გახარიამ.
ევრობარომეტრის ახალ კვლევაში წერია, რომ ევროკავშირისადმი ნდობა საქართველოში შემცირდა და 49% შეადგინა.
ევრობარომეტრის მიერ 2025 წლის გაზაფხულზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 49% უფრო ენდობა ევროკავშირს, 37% მიდრეკილია უნდობლობისკენ, ხოლო 14%-ს პასუხი არ აქვს.
ევროკავშირისადმი ნდობის სტატისტიკა კანდიდატის სტატუსის მიღებიდან, მას შემდეგ, რაც ევროკავშირი სტანდარტულ ევრობარომეტრს საქართველოშიც ატარებს:
· 2024 წლის გაზაფხული — 66%
· 2024 წლის შემოდგომა — 58%
· 2025 წლის გაზაფხული — 49%

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow