,, კი ბატონო, არ მიიღე არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ალტერნატიული გეგმა რა გაქვს, როგორ ცვლი ხელისუფლებას მაშინ?” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა ,,პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა: “ბოიკოტი გავიგე, როგორც დისიდენტის პოზიციიდან, ეს მესმის, მაგრამ პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით – კი ბატონო, არ მიიღე არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ალტერნატიული გეგმა რა გაქვს, როგორ ცვლი ხელისუფლებას მაშინ? თუ საუბარია იმაზე, რომ არასაარჩევნო გზით შეიცვალოს ხელისუფლება, არასაარჩევნო გზით ხელისუფლების ცვლილებას სჭირდება რესურსები, ეს არის გარკვეული სინერგია საგარეო ფაქტორებისა და საშინაო […] The post ,, კი ბატონო, არ მიიღე არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ალტერნატიული გეგმა რა გაქვს, როგორ ცვლი ხელისუფლებას მაშინ?” – გია ხუხაშვილი appeared first on .

ივნ. 4, 2025 - 23:27
 0
,, კი ბატონო, არ მიიღე არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ალტერნატიული გეგმა რა გაქვს, როგორ ცვლი ხელისუფლებას მაშინ?” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა ,,პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა:

“ბოიკოტი გავიგე, როგორც დისიდენტის პოზიციიდან, ეს მესმის, მაგრამ პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით – კი ბატონო, არ მიიღე არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ალტერნატიული გეგმა რა გაქვს, როგორ ცვლი ხელისუფლებას მაშინ? თუ საუბარია იმაზე, რომ არასაარჩევნო გზით შეიცვალოს ხელისუფლება, არასაარჩევნო გზით ხელისუფლების ცვლილებას სჭირდება რესურსები, ეს არის გარკვეული სინერგია საგარეო ფაქტორებისა და საშინაო ფაქტორების. საგარეო ფაქტორებთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად ნორმალური მდგომარეობაა ამ მხრივ, აღიარება არ აქვს ხელისუფლებას, მაგრამ საშინაო ფაქტორებში რა ხდება? იგივე იმ ოპოზიციას, რომელიც ამბობს, არ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობაო, რა რესურსი აქვს იმის, რომ ხელისუფლება შეცვალოს არასაარჩევნო გზით? აღმოჩნდება, რომ არ აქვს ეს რესურსი იმიტომ, რომ არასაარჩევნო გზით ხელისუფლება იცვლება რევოლუციური გზით, ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსახლეობის, დაახლოებით, 80% არის ხელისუფლების წინააღმდეგი და, რაც მთავარია, ამ 80%-ს ჰყავს ლიდერი პოლიტიკური კლასის სახით. არ არის ეს მოცემულობა.

დღეს იგივეა განაწილება, როგორიც იყო – 60%/40%-ზე. ხელისუფლებამ ძალიან კარგად ამუშავა თავისი პროპაგანდა, ძალიან ბევრ ადამიანს გამოურეცხა ტვინი. შეიძლება, არ აქვს მაღალი ნდობა, მაგრამ თავისი 40% აქვს. ეს 40% ძალაუფლების სტაბილურობისთვის სავსებით საკმარისია. ოპოზიცია თუ ალტერნატიულ, არასაარჩევნო გზას ირჩევს, მაშინ უნდა ადგეს და გააჩინოს ეს ბმა, მოახდინოს კაპიტალიზაცია საპროტესტო რესურსის და წაართვას ეს მხარდაჭერა ხელისუფლებას, დაიყვანოს 20%-ზე. ამ შემთხვევაში ეს შესაძლებელია, მაგრამ აკეთებს ოპოზიცია ამისთვის რამეს? არაფერს არ აკეთებს. ისინი უბრალოდ იქცნენ კომენტატორებად. ძალიან სწორ რაღაცებს ლაპარაკობენ, კი არ ვაკრიტიკებ, მაგრამ პოლიტიკოსი ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ იმოქმედოს. როდესაც არსებობს საპროტესტო არმია, არმიას სჭირდება სარდალი. სარდალი უნდა იყოს პოლიტიკოსი, პოლიტიკოსები კი ამბობენ, ჩვენ ვართ ერთი რიგითი ჯარისკაცებიო. წარმოიდგინეთ, არმია რომ ომში მიდის და გენერალს ეკითხებიან, საიდან შევუტიოთო – სტრატეგიას ეკითხებიან, გენერალი უპასუხებს, მე ნუ მეკითხებით, მე ერთი რიგითი ჯარისკაცი ვარო – აბსურდი არ არის, როდესაც გენერალი ამაყობს იმით, რომ ჯარისკაცია?”

The post ,, კი ბატონო, არ მიიღე არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ალტერნატიული გეგმა რა გაქვს, როგორ ცვლი ხელისუფლებას მაშინ?” – გია ხუხაშვილი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow