კიდევ ერთი სამუზეუმო სივრცე პეტრას ციხის ტერიტორიაზე
პეტრას ციხის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ახალი სამუზეუმო სივრცე გაიხსნა. ნაეკლესიარის ტერიტორიაზე აღმოჩენილ უნიკალურ ექსპონატებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია მოზაიკას, რომელიც წლების წინ პეტრას ციხეზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს. მოზაიკის რესტავრაცია ახლახან დასრულდა, რომელზეც ქართველ რესტავრატორებთან ერთად პოლონეთიდან მოწვეული სპეციალისტებიც მუშაობდნენ. მუზეუმის კიდევ ერთი საინტერესო არტეფაქტია დოქის ფორმის ჭურჭელი, რომელზეც დატანილი ფიგურები ოსტატის დახვეწილ ტექნიკაზე მიუთითებს. ჭურჭელი ძვ.წ VIII-VII საუკუნეებით თარიღდება.

პეტრას ციხის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ახალი სამუზეუმო სივრცე გაიხსნა. ნაეკლესიარის ტერიტორიაზე აღმოჩენილ უნიკალურ ექსპონატებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია მოზაიკას, რომელიც წლების წინ პეტრას ციხეზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს.
მოზაიკის რესტავრაცია ახლახან დასრულდა, რომელზეც ქართველ რესტავრატორებთან ერთად პოლონეთიდან მოწვეული სპეციალისტებიც მუშაობდნენ.
მუზეუმის კიდევ ერთი საინტერესო არტეფაქტია დოქის ფორმის ჭურჭელი, რომელზეც დატანილი ფიგურები ოსტატის დახვეწილ ტექნიკაზე მიუთითებს. ჭურჭელი ძვ.წ VIII-VII საუკუნეებით თარიღდება.
What's Your Reaction?






