კიდევ ერთი წარმატებული პროექტი – ინგლისური ენის ოლიმპიადა Webster University Tbilisi-ში!

Webster University Tbilisi-ის კამპუსმა აპრილის თვეში უმასპინძლა ინგლისური ენის ოლიმპიადას, სადაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა. ოლიმპიადის ფორმატი ეროვნული გამოცდების სტანდარტების მიხედვით შემუშავდა, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა გამოეცადათ საკუთარი ცოდნა და უნარები სიმულაციურ გარემოში. მონაწილეთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა მწვანე სკოლის მოსწავლემ – მარიამ ქოჩიაშვილმა, რომელმაც დაიმსახურა გამარჯვებულის ტიტული და […]

აპრ. 28, 2025 - 17:57
 0
კიდევ ერთი წარმატებული პროექტი – ინგლისური ენის ოლიმპიადა Webster University Tbilisi-ში!

Webster University Tbilisi-ის კამპუსმა აპრილის თვეში უმასპინძლა ინგლისური ენის ოლიმპიადას, სადაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა. ოლიმპიადის ფორმატი ეროვნული გამოცდების სტანდარტების მიხედვით შემუშავდა, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა გამოეცადათ საკუთარი ცოდნა და უნარები სიმულაციურ გარემოში.
მონაწილეთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა მწვანე სკოლის მოსწავლემ – მარიამ ქოჩიაშვილმა, რომელმაც დაიმსახურა გამარჯვებულის ტიტული და მიიღო მთავარი პრიზი — 500 ლარის ოდენობით!
Webster University Tbilisi მუდმივად ახორციელებს მსგავს ინიციატივებს, რადგან საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოება საქართველოში მისი მისიის ნაწილია.
აქვე შეგახსენებთ, რომ Webster University არის საერთაშორისოდ აღიარებული ამერიკული უნივერსიტეტი, რომელიც 1915 წელს დაარსდა -ში და დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა.
Webster University Tbilisi 2021 წლიდან წარმოადგენს ვებსტერის უნივერსიტეტის ოფიციალურ კამპუსს საქართველოში და სთავაზობს სტუდენტებს უმაღლესი ხარისხის ამერიკულ განათლებას და ორი დიპლომის აღების საშუალებას.
თბილისის კამპუსში სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობები, მათ შორის:
· ისწავლონ საერთაშორისო გამოცდილების მქონე ლექტორებისგან
· გაატარონ ერთი სემესტრი ან სრული აკადემიური წელი Webster University-ის 50-მდე კამპუსიდან ნებისმიერში
· მიიღონ წვდომა 160-მდე უნიკალურ ელექტრონულ საბიბლიოთეკო რესურსზე
· გახდე მულტიკულტურული გარემოს ნაწილი – შეიძინონ მეგობრები და კავშირები სხვადასხვა ქვეყნებიდან
· მიიღო მხარდაჭერა ვებსტერის კარიერული განვითარების გლობალური ცენტრისაგან
Webster University Tbilisi მსურველებს 4 საბაკალავრო პროგრამას სთავაზობს:
· ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) – პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – 2020101
· საერთაშორისო ურთიერთობები (ინგლისურენოვანი) – პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – 2020102
· კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი) – პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – 2020103
· ფსიქოლოგიის მეცნიერება (ინგლისურენოვანი) – პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – 2020104
მნიშვნელოვანია, რომ Webster University Tbilisi-ს პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტებს 1400 დოლარის ოდენობის შიდა გრანტის მოპოვების შესაძლებლობა აქვთ.
(R)

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow