კიმ მინ ჯეს ტრანსფერით პრემიერ ლიგის გუნდი დაინტერესდა

"ბაიერნის" სამხრეთკორეელი ცენტრალური მცველი, კიმ მინ-ჯე, შესაძლოა, მომავალ ზაფხულს "ნიუკასლში" გადავიდეს...

აპრ. 28, 2025 - 19:57
 0
კიმ მინ ჯეს ტრანსფერით პრემიერ ლიგის გუნდი დაინტერესდა
"ბაიერნის" სამხრეთკორეელი ცენტრალური მცველი, კიმ მინ-ჯე, შესაძლოა, მომავალ ზაფხულს "ნიუკასლში" გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული TheSunFootball ავრცელებს.

"კაჭკაჭებს" დაცვის ხაზის გაძლიერება სურთ და კიმის კანდიდატურა მათთვის საკმაოდ მიმზიდველია.

წყაროს მტკიცებით, ინგლისური კლუბი ბაიერნთან მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში დაიწყებს.

კიმ მინ-ჯე "ბაიერნს" 2023 წელს "ნაპოლიდან" შეუერთდა და გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow