კოალიციამ ცვლილებისთვის და ენმ-მ საარჩევნო ნომრის შენარჩუნებისთვის ცესკო-ს მიმართეს
კოალიციამ ცვლილებისთვის და ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო ნომრის შენარჩუნებისთვის ცესკო-ს მიმართეს. კოალიცია ცვლილებისთვის განცხადებით, “ნომრის შენარჩუნება დაკავშირებულია პარტიის ეფექტიან საქმიანობასთან (და არა ე.წ. არჩევნებში მონაწილეობასთან) მათ შორის, არსებულ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში”. კოალიციის თანახმად, “საარჩევნო კოდექსში 2021 წელს მიღებული ცვლილებების შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტის რიგითი (საარჩევნო ნომრის) შენარჩუნებისთვის პოლიტიკური პარტია ვალდებულია, განცხადებით მიმართოს საარჩევნო ადმინისტრაციას არაუგვიანეს საარჩევნო […]


კოალიციამ ცვლილებისთვის და ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო ნომრის შენარჩუნებისთვის ცესკო-ს მიმართეს.
კოალიცია ცვლილებისთვის განცხადებით, “ნომრის შენარჩუნება დაკავშირებულია პარტიის ეფექტიან საქმიანობასთან (და არა ე.წ. არჩევნებში მონაწილეობასთან) მათ შორის, არსებულ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში”.
კოალიციის თანახმად, “საარჩევნო კოდექსში 2021 წელს მიღებული ცვლილებების შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტის რიგითი (საარჩევნო ნომრის) შენარჩუნებისთვის პოლიტიკური პარტია ვალდებულია, განცხადებით მიმართოს საარჩევნო ადმინისტრაციას არაუგვიანეს საარჩევნო წლის 17 ივლისისა”.
“სხვა შემთხვევაში, კანონში ბუნდოვანი განმარტებიდან გამომდინარე, პოლიტიკურმა პარტიამ შეიძლება დაკარგოს საარჩევნო ნომერი. საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ეს არ არის საარჩევნო რეგისტრაცია, ეს არის განაცხადი მომავალში საარჩევნო ნომრის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ხაზს ვუსვამთ, აღნიშნული ფორმალური პროცედურები არცერთ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ, რეალურად კი, გაყალბებულ, კრიმინალურ, რუსულ პროცესში მონაწილეობასთან”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
What's Your Reaction?






