კომპლიმენტებად დაიღვარა - რა თქვა ლუის ენრიკემ კვარაზე მატჩის შემდეგ

ლუის ენრიკეს დიდებული კომენტარი კვარაზე

აპრ. 10, 2025 - 13:27
 0
კომპლიმენტებად დაიღვარა - რა თქვა ლუის ენრიკემ კვარაზე მატჩის შემდეგ
ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენმა", ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის ეგიდით, შინ, პარკ დე პრენსზე, "ასტონ ვილას" სძლია.

მატჩის საუკეთესო სწორედ ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ემილიანო მარტინესის კარი ულამაზესი დარტყმით აიღო.

აი, რა თქვა ლუის ენრიკემ კვარაზე მატჩის შემდეგ:

ხვიჩა ძალიან უნივერსალურია. მისი ყიდვა 2023 წელს, მას შემდეგ გვინდოდა, რაც აქ მოვედი. ის თავის თავში მოიაზრებს ყველაფერს, რაც ჩვენს პროექტშია. ესენია: ახალგაზრდობა, ბურთთან მუშაობის ხარისხი, ბურთის გარეშე კარგი დაცვითი უნარები და ძალიან მაღალი დონის ფიზიკური ფორმა. მას ძლიერი მენტალიტეტი და დიდი გამოცდილება აქვს. საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო და შეიძლებოდა, ის ლივერპულთან მატჩშიც მიეღო.

- თქვა ლუჩომ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow