კონატემ ლივერპულს განუცხადა, რომ რეალში ტრანსფერი სურს

იბრაჰიმა კონატემ „ლივერპულის“ ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მზადაა კლუბი ზაფხულის განმავლობაში დატოვოს. როგორც Marca იუწყება...

ივლ. 13, 2025 - 19:57
 0
კონატემ ლივერპულს განუცხადა, რომ რეალში ტრანსფერი სურს
იბრაჰიმა კონატემ „ლივერპულის“ ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მზადაა კლუბი ზაფხულის განმავლობაში დატოვოს. როგორც Marca იუწყება, ფრანგი მცველი მხოლოდ ერთ ვარიანტზეა ფოკუსირებული — ის მადრიდის "რეალში" გადასვლას ისურვებდა.

"ლივერპულში" სერიოზულად განიხილავენ 26 წლის ფეხბურთელის გაყიდვას, რადგან მისი კონტრაქტი მომავალ წელს იწურება. კლუბი არ გამორიცხავს, რომ კონატე თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდეს, რაც უკვე ერთხელ მოხდა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის შემთხვევაშიც.

ამ ეტაპზე უცნობია, გადაწყვეტს თუ არა ესპანური გრანდი ოფიციალური ნაბიჯის გადადგმას, თუმცა ტრანსფერის გარშემო ინტერესი სწრაფად იზრდება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow