კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ოთხი ფარმაცევტული კომპანია დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის 560 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა დაასრულა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მომართვის საფუძველზე 2023 წლის დეკემბერში დაიწყო. საკითხი ეხება – გარკვეული მედიკამენტების იმპორტიდან მომხმარებლამდე მაღალი ფასნამატების ფორმირებას. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. კონკურენციის სააგენტოს განცხადების თანახმად, სააგენტოს მიერ დამუშავებული მონაცემების ანალიზის შედეგად რვა კომპანია გამოიკვეთა, რომლებიც ბაზარზე 14 მედიკამენტთან მიმართებით დომინანტური მდგომარეობით ოპერირებდნენ (საბაზრო წილი 40%-ზე მეტი). შესაბამისად, მოკვლევა განხორციელდა შემდეგი კომპანიების მიმართ: შპს „გლობალ ცბს“, შპს „კონცეპტ ფარმა“, შპს „ბარდი“, შპს „ნუვეა ფარმაცევტიკალსი“, შპს „რიჩ გრუპი“, შპს „კროკუს ფარმა“, შპს „გეა“ და შპს „BIH“-ი. „მოკვლევის მიზანს წარმოადგენდა დადგენა, იყო თუ არა მაღალი ფასნამატები (300-3000%-მდე) გამოწვეული ბაზრის დომინანტური მოთამაშეების მხრიდან არაკონკურენტული ქმედებებით. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ოთხი კომპანიის შემთხვევაში დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დადგინდა, რაც მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესებაში გამოიხატა. ჭარბი ფასი განისაზღვრა როგორც გონივრულ მარჟაზე (30%) + ფასნამატი (20%-ზე მეტი). სააგენტოს პოზიციით, დამრღვევი კომპანიების მიერ მედიკამენტებზე დაწესებული ფასები გონივრულ დონეს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. შედეგად, ოთხი კომპანიის ჯარიმის მოცულობამ, ჯამში 559 358 ლარი შეადგინა. საჯარიმო სანქციები განსაზღვრულია 2024 წლის ბრუნვის მაქსიმუმ 5%-მდე, ზიანთან კორელაციით. შპს „გლობალ ცბს“, მედიკამენტები – „ოფლაბ-ოზი“, „ჰაიზინი“, „იორილი-10“, ჯარიმის მოცულობა – 249 144 ლარი; შპს „კონცეპტ ფარმა“, მედიკამენტი – „ფლოქაზოლი“, ჯარიმის მოცულობა – 21 646 ლარი; შპს „რიჩ გრუპი“, მედიკამენტი – „ზინასენი“, ჯარიმის მოცულობა – 77 936 ლარი; შპს „გეა“, მედიკამენტები – „ბისეპტოლი“ 120 მლ. „ბისეპტოლი“ 480 მლ, ჯარიმის მოცულობა – 210 632 ლარი; მოკვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ გარკვეული მედიკამენტების თვითღირებულებაში შეტანილი იყო ისეთი ხარჯები, რომლებიც უშუალოდ ფასწარმოქმნას არ უკავშირდება და შეიძლება, მიანიშნებდეს ფასის ხელოვნურ ზრდას. კერძოდ, ძვირადღირებული საჩუქრები (მათ შორის, ოქროს სამკაულები); კულტურულ ღონისძიებებზე, სპექტაკლებზე სტუმრების მოწვევა; არაფორმალურ გარემოში სხვადასხვა მხარეებთან შეხვედრები; ევროპასა და საქართველოში კონფერენციების და მაღალი კლასის სასტუმროებში განთავსების ხარჯები; კოსმეტოლოგიური და სტომატოლოგიური ხარჯები; ჯარიმებისა და კანონით გათვალისწინებული სანქციების ხარჯები; პრემიუმ კლასის ავტომობილების მომსახურება და სხვა. მოკვლევის ფარგლებში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მიერ გაიცა განსაახილველად სავალდებულო რეკომენდაცია. კერძოდ, დომინანტმა ეკონომიკურმა აგენტებმა საფასო პოლიტიკა უნდა აწარმოონ იმგვარად, რომ ფასის დადგენამდე სააგენტოს განმარტებების შესაბამისად შეაფასონ და გაითვალისწინონ კონკურენციის საწინაღმდეგო რისკები. ჭარბი ფასი არ იყოს არასამართლიანად მაღალი თავისთავად ან/და კონკურენტი პროდუქტის/მომსახურების ფასთან შედარებით. არასამართლიანად მაღალი ფასის შესახებ გონივრული ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, სააგენტომ შესაძლოა დაიწყოს საქმის მოკვლევა შესაბამისი სუბიექტ(ებ)ის წინააღმდეგ. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შეფასებით, მოკვლევა ეხება იმ პერიოდს, როდესაც რეფერენტული ფასები ჯერ არ იყო დაწესებული. დღევანდელი მდგომარეობით, რეფერენტული ფასების ამოქმედებამ მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასნამატები მნიშვნელოვნად გაანეიტრალა“, – ნათქვამია განცხადებაში.

აგვ. 7, 2025 - 11:27
 0
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ოთხი ფარმაცევტული კომპანია დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის 560 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა დაასრულა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მომართვის საფუძველზე 2023 წლის დეკემბერში დაიწყო. საკითხი ეხება – გარკვეული მედიკამენტების იმპორტიდან მომხმარებლამდე მაღალი ფასნამატების ფორმირებას. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

კონკურენციის სააგენტოს განცხადების თანახმად, სააგენტოს მიერ დამუშავებული მონაცემების ანალიზის შედეგად რვა კომპანია გამოიკვეთა, რომლებიც ბაზარზე 14 მედიკამენტთან მიმართებით დომინანტური მდგომარეობით ოპერირებდნენ (საბაზრო წილი 40%-ზე მეტი). შესაბამისად, მოკვლევა განხორციელდა შემდეგი კომპანიების მიმართ: შპს „გლობალ ცბს“, შპს „კონცეპტ ფარმა“, შპს „ბარდი“, შპს „ნუვეა ფარმაცევტიკალსი“, შპს „რიჩ გრუპი“, შპს „კროკუს ფარმა“, შპს „გეა“ და შპს „BIH“-ი.

„მოკვლევის მიზანს წარმოადგენდა დადგენა, იყო თუ არა მაღალი ფასნამატები (300-3000%-მდე) გამოწვეული ბაზრის დომინანტური მოთამაშეების მხრიდან არაკონკურენტული ქმედებებით.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ოთხი კომპანიის შემთხვევაში დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დადგინდა, რაც მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესებაში გამოიხატა. ჭარბი ფასი განისაზღვრა როგორც გონივრულ მარჟაზე (30%) + ფასნამატი (20%-ზე მეტი). სააგენტოს პოზიციით, დამრღვევი კომპანიების მიერ მედიკამენტებზე დაწესებული ფასები გონივრულ დონეს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. შედეგად, ოთხი კომპანიის ჯარიმის მოცულობამ, ჯამში 559 358 ლარი შეადგინა. საჯარიმო სანქციები განსაზღვრულია 2024 წლის ბრუნვის მაქსიმუმ 5%-მდე, ზიანთან კორელაციით.

შპს „გლობალ ცბს“, მედიკამენტები – „ოფლაბ-ოზი“, „ჰაიზინი“, „იორილი-10“, ჯარიმის მოცულობა – 249 144 ლარი;

შპს „კონცეპტ ფარმა“, მედიკამენტი – „ფლოქაზოლი“, ჯარიმის მოცულობა – 21 646 ლარი;

შპს „რიჩ გრუპი“, მედიკამენტი – „ზინასენი“, ჯარიმის მოცულობა – 77 936 ლარი;

შპს „გეა“, მედიკამენტები – „ბისეპტოლი“ 120 მლ. „ბისეპტოლი“ 480 მლ, ჯარიმის მოცულობა – 210 632 ლარი;

მოკვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ გარკვეული მედიკამენტების თვითღირებულებაში შეტანილი იყო ისეთი ხარჯები, რომლებიც უშუალოდ ფასწარმოქმნას არ უკავშირდება და შეიძლება, მიანიშნებდეს ფასის ხელოვნურ ზრდას. კერძოდ, ძვირადღირებული საჩუქრები (მათ შორის, ოქროს სამკაულები); კულტურულ ღონისძიებებზე, სპექტაკლებზე სტუმრების მოწვევა; არაფორმალურ გარემოში სხვადასხვა მხარეებთან შეხვედრები; ევროპასა და საქართველოში კონფერენციების და მაღალი კლასის სასტუმროებში განთავსების ხარჯები; კოსმეტოლოგიური და სტომატოლოგიური ხარჯები; ჯარიმებისა და კანონით გათვალისწინებული სანქციების ხარჯები; პრემიუმ კლასის ავტომობილების მომსახურება და სხვა.

მოკვლევის ფარგლებში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მიერ გაიცა განსაახილველად სავალდებულო რეკომენდაცია. კერძოდ, დომინანტმა ეკონომიკურმა აგენტებმა საფასო პოლიტიკა უნდა აწარმოონ იმგვარად, რომ ფასის დადგენამდე სააგენტოს განმარტებების შესაბამისად შეაფასონ და გაითვალისწინონ კონკურენციის საწინაღმდეგო რისკები. ჭარბი ფასი არ იყოს არასამართლიანად მაღალი თავისთავად ან/და კონკურენტი პროდუქტის/მომსახურების ფასთან შედარებით. არასამართლიანად მაღალი ფასის შესახებ გონივრული ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, სააგენტომ შესაძლოა დაიწყოს საქმის მოკვლევა შესაბამისი სუბიექტ(ებ)ის წინააღმდეგ.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შეფასებით, მოკვლევა ეხება იმ პერიოდს, როდესაც რეფერენტული ფასები ჯერ არ იყო დაწესებული. დღევანდელი მდგომარეობით, რეფერენტული ფასების ამოქმედებამ მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასნამატები მნიშვნელოვნად გაანეიტრალა“, – ნათქვამია განცხადებაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow