"კონტრშეტევებზე სახიფათოები არიან" - პორტუგალიის მწვრთნელი საქართველოზე

რუი ჟორჟეს კომენტარი დღევანდელი შეხვედრის წინ

ივნ. 17, 2025 - 18:57
 0
"კონტრშეტევებზე სახიფათოები არიან" - პორტუგალიის მწვრთნელი საქართველოზე
დღეს, ჩვენი დროით 20:00 საათზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2025-ზე პორტუგალიას შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში პლეიოფში ზედიზედ მეორედ გავა.

მატჩამდე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებზე დადებითად ისაუბრა მეტოქე გუნდის დამრიგებელმა, რუი ჟორჟემ, რომელმაც საქართველოს კონტრშეტევებს სახიფათო უწოდა.

ბოლო ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ დაგვამარცხა, რაც ჩვენთვის დიდი მოულოდნელობა არ ყოფილა. ახლა მოთმინება, თავდაჯერებულობა და ბურთის გაკონტროლება გვმართებს. ქართველებს საინტერესო სტატისტიკა აქვთ – ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ რუმინეთს ვერ გაუტანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტო დაცვაზე არ არიან ორიენტირებულნი.

მათ ხშირად გააქვთ გოლი – ასე იყო ჯგუფის ორივე შეხვედრაში, რამდენიმე წუთიც და მეოთხედფინალში აღმოჩნდებოდნენ. ამიტომ ჩვენგან მეტი აგრესიულობა და მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენება იქნება საჭირო, რათა უპირატესობა მოვიპოვოთ.

ამჟამინდელი ნაკრებიც დიდი ემოციითა და უზარმაზარი გულით თამაშობს, აქვთ ის თვისებები, რაც ჩემს გუნდშიც მომწონს. ჰყავთ იგივე მწვრთნელი, ტექნიკური ფეხბურთელები და კონტრშეტევებზე მართლაც ძალიან სახიფათოები არიან. ვაფასებ იმ დამოკიდებულებას, რომელსაც თამაშისას ავლენენ.

- თქვა ჟორჟემ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow