კოჯორსა და საჩხერეში "ჯარის ბანაკი" გაიხსნა

თავდაცვის სამინისტრო უკვე მესამედ სკოლის მოსწავლეებს „ჯარის ბანაკში“ მასპინძლობს. ბანაკი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. მისი მიზანი ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდაა.   „ჯარის ბანაკის“ გახსნის ცერემონია კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში გაიმართა. საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ. კოჯრის პარალელურად, „ჯარის ბანაკი“  საჩხერის სამთო მომზადების სკოლაშიც გაიხსნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  „ჯარის ბანაკში“ ბავშვებისთვის საგანმანათლებლო, კომფორტული და უსაფრთხო გარემოა შექმნილი. უწყების განმარტებით, პროექტის ფარგლებში, ფიზიკური აქტივობების გასამართად სპეციალური სივრცეები და საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყო. შესაბამისი მომზადება გაიარეს ბანაკში მყოფმა სამხედრო ლიდერ-ინსტრუქტორებმა. „ჯარის ბანაკში“ მოსწავლეები საცეცხლე მომზადებას, ტოპოგრაფიასა და სამხედრო ნავიგაციას დაეუფლებიან, ისწავლიან პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასა და დაშავებულის ევაკუაციას. ბანაკში კვირის ერთ-ერთი საღამო საპატრიარქოს დასის წარმოდგენას დაეთმობა. საქართველოს საპატრიარქო პროექტში დაწყების დღიდან აქტიურად მონაწილეობს. საპატრიარქოს წარმომადგენლები მოსწავლეებს ესაუბრებიან წმინდანებზე, მხედართმთავრებზე, რომლებმაც უდიდესი როლი შეასრულეს ჩვენი სახელმწიფოსა და ქვეყნის დაცვის საქმეში. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, მოზარდები „ჯარის ბანაკში“ დაყოფილნი არიან ოცეულებად, რომლებიც საქართველოს უახლესი ისტორიის ეროვნული გმირების - გიორგი ანწუხელიძის, ზაზა დამენიას და ალექსანდრე ონიანის სახელებს ატარებენ. ყველა ოცეულს აქვს საკუთარი დროშა, მხედრული სიმღერა და განმასხვავებელი ფერის ფორმა. წელს „ჯარის ბანაკი“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასების, დაახლოებით, 1700 მოსწავლეს, ჯამში 8 როტაციას უმასპინძლებს.      

ივნ. 25, 2025 - 13:27
 0
კოჯორსა და საჩხერეში "ჯარის ბანაკი" გაიხსნა

თავდაცვის სამინისტრო უკვე მესამედ სკოლის მოსწავლეებს „ჯარის ბანაკში“ მასპინძლობს. ბანაკი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. მისი მიზანი ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდაა.  

„ჯარის ბანაკის“ გახსნის ცერემონია კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში გაიმართა. საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ.

კოჯრის პარალელურად, „ჯარის ბანაკი“  საჩხერის სამთო მომზადების სკოლაშიც გაიხსნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  „ჯარის ბანაკში“ ბავშვებისთვის საგანმანათლებლო, კომფორტული და უსაფრთხო გარემოა შექმნილი. უწყების განმარტებით, პროექტის ფარგლებში, ფიზიკური აქტივობების გასამართად სპეციალური სივრცეები და საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყო. შესაბამისი მომზადება გაიარეს ბანაკში მყოფმა სამხედრო ლიდერ-ინსტრუქტორებმა.

„ჯარის ბანაკში“ მოსწავლეები საცეცხლე მომზადებას, ტოპოგრაფიასა და სამხედრო ნავიგაციას დაეუფლებიან, ისწავლიან პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასა და დაშავებულის ევაკუაციას.

ბანაკში კვირის ერთ-ერთი საღამო საპატრიარქოს დასის წარმოდგენას დაეთმობა. საქართველოს საპატრიარქო პროექტში დაწყების დღიდან აქტიურად მონაწილეობს. საპატრიარქოს წარმომადგენლები მოსწავლეებს ესაუბრებიან წმინდანებზე, მხედართმთავრებზე, რომლებმაც უდიდესი როლი შეასრულეს ჩვენი სახელმწიფოსა და ქვეყნის დაცვის საქმეში.

თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, მოზარდები „ჯარის ბანაკში“ დაყოფილნი არიან ოცეულებად, რომლებიც საქართველოს უახლესი ისტორიის ეროვნული გმირების - გიორგი ანწუხელიძის, ზაზა დამენიას და ალექსანდრე ონიანის სახელებს ატარებენ. ყველა ოცეულს აქვს საკუთარი დროშა, მხედრული სიმღერა და განმასხვავებელი ფერის ფორმა. წელს „ჯარის ბანაკი“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასების, დაახლოებით, 1700 მოსწავლეს, ჯამში 8 როტაციას უმასპინძლებს.

 
 
 

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow