კრივოი როგზე რუსეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

აპრ. 7, 2025 - 10:57
 0
კრივოი როგზე რუსეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

კრივოი როგზე რუსეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ცხრა ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა რაოდენობა 75-მდეა გაზრდილი.

ცნობისთვის, 4 აპრილს რუსეთის სამხედრო ძალებმა ბალისტიკური რაკეტით უკრაინის ქალაქ კრივოი როგს შეუტიეს.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, თავდასხმა საცხოვრებელ რაიონზე განხორციელდა. ერთ-ერთი რაკეტის დაცემის ადგილის სიახლოვეს საბავშვო მოედანი მდებარეობდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow