კშიშტოფ ბრეიზა: საქართველოს მომავლის რეალური მტერი თბილისში, შუშის სასახლეში ზის
საქართველოს მომავლის რეალური მტერი თბილისში, შუში სასახლეში ზის, – ამის შესახებ “პირველებთან” ინტერვიუში ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა საუბრობს. ევროდეპუტატი პირდაპირ ამბობს, რომ “ქართული ოცნების” რეჟიმის პირობებში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა” და უხეშად ირღვევა პოევროპულად განწყობილი მოქალაქეების უფლებები. ბრაიზას თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება განსახილველად მაგიდაზე დევს და თუ არსებული ტრაექტორია გაგრძელდება, უვიზო მიმოსვლის შეჩერება რეალური და შესაძლო სცენარია. მინდა, ვიყო ამ საკითხზე […]


საქართველოს მომავლის რეალური მტერი თბილისში, შუში სასახლეში ზის, – ამის შესახებ “პირველებთან” ინტერვიუში ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა საუბრობს. ევროდეპუტატი პირდაპირ ამბობს, რომ “ქართული ოცნების” რეჟიმის პირობებში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა” და უხეშად ირღვევა პოევროპულად განწყობილი მოქალაქეების უფლებები.
ბრაიზას თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება განსახილველად მაგიდაზე დევს და თუ არსებული ტრაექტორია გაგრძელდება, უვიზო მიმოსვლის შეჩერება რეალური და შესაძლო სცენარია.
მინდა, ვიყო ამ საკითხზე მკაფიო – ვიზალიბერალიზაციის შეჩერება განსახილველად მაგიდაზე დევს და ევროკავშირმა მკაფიოდ განსაზღვრა, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ აგვისტოს ბოლომდე, რომ უნდა გაიწვიოს აგენტების კანონი და გადადგას ნაბიჯები, რომელიც დააბრუნებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
სამწუხაროდ, თუ დავაკვირდებით რეჟიმის ბოლო ნაბიჯებს და რიტორიკას, შედეგი შეიძლება იმედგამაცრუებელი იყოს, არა მათთვის, ვინც ძალაუფლებაშია, არამედ საქართველოს მოქალაქეებისთვის.
საქართველოს როგორც კანდიდატ ქვეყანას აქვს ბევრი სარგებელი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ვალდებულებების შესრულება. ნაცვლად ამისა, ვხედავთ საქართველოს დემოკრატიის კიდევ უფრო დასუსტებას. ეს ძირს უთხრის არა მხოლოდ საქართველოს ევროპულ გზას, არამედ ჩვენი გაფართოების პოლიტიკის სანდოობას. თუ არსებული ტრაექტორია გაგრძელდება, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება რეალური და შესაძლო სცენარია.
ჩვენ ევროპის პარლამენტში ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, თუმცა ასევე ვუზრუნველვყოთ, რომ ფუნდამენტური უფლებები, კანონის უზენაესობა და ევროპული ღირებულებები იქნას დაცული. ვფიქრობ, ევროკავშირმა მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ იმ არჩევნების შედეგებს რომელიც ჩატარდა 2024 წელს. ჩვენ ასევე ვთქვით,რომ “ქართული ოცნების” რეჟიმის პირობებში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა. ამ რეჟიმმა ძირი გამოუთხარა საქართველოში პროევროპული მოქალაქეების უფლებებს.
მე აქტიურად ვიყავი ჩართული ევროპის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტის შემუშავებაში, ჩემს კოლეგებთან ერთად ვიყავი არაერთი შესწორების ავტორი, რომ ტექსტის ენა ყოფილიყო მკაცრი. “ქართული ოცნება” ეცადა ამ დოკუმენტით მანიპულირებას, თითქოს ევროპარლამენტი მოუწოდებდა ოპოზიციას რუსული სტილის არჩევნებში მონაწილეობისკენ. ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, მოახლოებული არჩევნები ვერანაირად ჩაითვლება ლეგიტიმურად. ესაა იარაღი რეჟიმის ხელში. ის, რაც ახლა საქართველოს სჭირდება, არის კონკრეტული ქმედებები.
ბატონი კობახიძე, პაპუაშვილი ზარქუა და სხვები ცდილობენ ჩვენ დისკრედიტაციას, რომ თითქოს ჩვენ ვართ დიფ სტეიტი ან საქართველოს მტრები. საქართველოს რეალური მტერი ცხოვრობს თბილისში შუშის სასახლეში და მან უგულებელყო საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებები, – განაცხადა კშიშტოფ ბრეიზამ.
What's Your Reaction?






