ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 16-18 აგვისტოს პერიოდისთვის
სააგენტო "პარალელი" ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 16-18 აგვისტოს პერიოდისთვის 15 აგვისტოს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 16 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში. აგვისტოს თვე, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევოდა, რაც საკმაოდ სერიოზული იყო რიგ შემთხვევაში. აშშ დოლართან მიმართებაში მრავალკვირიანი სტაბილური გამყარების პერიოდი დასრულდა და სახეზე იყო სერიოზული რყევები. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის […] ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 16-18 აგვისტოს პერიოდისთვის პარალელი

სააგენტო "პარალელი"
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 16-18 აგვისტოს პერიოდისთვის
15 აგვისტოს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 16 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში.
აგვისტოს თვე, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევოდა, რაც საკმაოდ სერიოზული იყო რიგ შემთხვევაში.
აშშ დოლართან მიმართებაში მრავალკვირიანი სტაბილური გამყარების პერიოდი დასრულდა და სახეზე იყო სერიოზული რყევები. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
12 აგვისტო– 2.6948;
13 აგვისტო– 2.6942;
14 აგვისტო– 2.7226;
15 აგვისტო – 2.7263.
სერიოზული გაუფასურების შემდეგ, ლარი ბოლო ვაჭრობაზე საგრძნობლად გამყარდა, 0.0253 ლარით და 1 აშშ დოლარი 16 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში 2.7010 ლარი ეღირება.
ანალოგიური სიტუაცია იყო, ლარის ასევე ცვალებადი კურსით და რყევებით, ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
12 აგვისტო – 3.1381;
13 აგვისტო – 3.1282;
14 აგვისტო – 3.1909;
15 აგვისტო – 3.1870.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე უკვე საგრძნობლად გამყარდა, 0.0317 ლარით და 16 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1553 ლარი ეღირება.
გასულ კვირაში, ანალოგიური სიტუაცია იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში, ლარის ცვალებადი კურსით და სერიოზული რყევებითაც. კერძოდ, განისაზღვრა შემდეგი კურსი (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 16 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6607 ლარი (გამყარდა 0.0427 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0660 ლარი (გამყარდა 0.0008 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6542 (გამყარდა 0.0028 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5888 ლარი (გამყარდა 0.0143 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0405 ლარი (გამყარდა 0.0624 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3511 ლარი (გამყარდა 0.0327 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7626 ლარი (გამყარდა 0.0391 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.0848 ლარი (გამყარდა 0.0289 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.9944 ლარი (გამყარდა 0.0654 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8382 ლარი (გამყარდა 0.0217 ლარით).
აგვისტოს თვეში ანალოგიური სიტუაცია იყო რუსულ რუბლთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
12 აგვისტო – 3.3789;
13 აგვისტო – 3.3717;
14 აგვისტო – 3.4120;
15 აგვისტო – 3.4187.
წინა დღეებში გაუფასურების შემდეგ, ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0354 ლარით და 16 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.3833 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 16-18 აგვისტოს პერიოდისთვის
პარალელი
What's Your Reaction?






