ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 17-19 მაისის პერიოდისთვის
სააგენტო "პარალელი" ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 17-19 მაისის პერიოდისთვის 16 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 17 მაისიდან 3 დღის განმავლობაში. აპრილის ბოლო – მაისის შუა პერიოდი, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევა, რიგ შემთხვევაში რყევები იყო სერიოზულიც, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გამოიკვეთა მეტ-ნაკლები გამყარებისა და ერთგვარი სტაბილიზაციის ნიშნები. აშშ […] ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 17-19 მაისის პერიოდისთვის პარალელი

სააგენტო "პარალელი"
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 17-19 მაისის პერიოდისთვის
16 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 17 მაისიდან 3 დღის განმავლობაში.
აპრილის ბოლო – მაისის შუა პერიოდი, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევა, რიგ შემთხვევაში რყევები იყო სერიოზულიც, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გამოიკვეთა მეტ-ნაკლები გამყარებისა და ერთგვარი სტაბილიზაციის ნიშნები.
აშშ დოლართან მიმართებაში ისევ გაგრძელდა სტაბილური გამყარების დინამიკა. კერძოდ, ბოლო კვირის 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
14 მაისი – 2.7440;
15 მაისი – 2.7436;
16 მაისი – 2.7425.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0010 ლარით და 1 აშშ დოლარი 17 მაისიდან 3 დღის განმავლობაში 2.7415 ლარი ეღირება.
თითქმის ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც, თუმცა მაისის შუა პერიოდისკენ სახეზე იყო სერიოზული რყევები. კერძოდ, ბოლო კვირის 4 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
14 მაისი – 3.0464;
15 მაისი – 3.0822;
16 მაისი – 3.0732.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0046 ლარით და 17 მაისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.0686 ლარი ეღირება.
აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვაგვარი სიტუაციები იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში – ზოგ შემთხვევაში მოხდა ლარის სტაბილური გამყარება, რიგ შემთხვევაში – სერიოზული რყევები და გაუფასურება. ბოლო ვაჭრობაზე კი ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 17 მაისიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6432 ლარი (გამყარდა 0.0035 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0706 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6608 (გამყარდა 0.0020 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6121 ლარი (გამყარდა 0.0006 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0920 ლარი (გაუფასურდა 0.0054 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.2750 ლარი (გაუფასურდა 0.0004 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8048 ლარი (გაუფასურდა 0.0005 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2057 ლარი (უცვლელი დარჩა);
10 ისრაელის შეკელი – 7.7249 ლარი (გამყარდა 0.0264 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8837 ლარი (გაუფასურდა 0.0040 ლარით).
აპრილის ბოლოდან – მაისის შუა პერიოდამდე ლარის კურსი სერიოზული რყევებით გამოირჩეოდა, რუსულ რუბლთან მიმართებაში. ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
14 მაისი – 3.4087;
15 მაისი – 3.4190;
16 მაისი – 3.4100.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0038 ლარით და 17 მაისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.3973 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 17-19 მაისის პერიოდისთვის
პარალელი
What's Your Reaction?






