ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 5-7 ივლისის პერიოდისთვის

სააგენტო "პარალელი" ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 5-7 ივლისის პერიოდისთვის 4 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 5 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში. ივნისის თვე, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევა, რიგ შემთხვევაში რყევები იყო სერიოზულიც, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გამოიკვეთა მეტ-ნაკლები გამყარებისა და ერთგვარი სტაბილიზაციის ნიშნები. აშშ დოლართან მიმართებაში მთელი ივნისის […] ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 5-7 ივლისის პერიოდისთვის პარალელი

ივლ. 5, 2025 - 19:27
 0
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 5-7 ივლისის პერიოდისთვის

სააგენტო "პარალელი"
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 5-7 ივლისის პერიოდისთვის

4 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 5 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში.

ივნისის თვე, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევა, რიგ შემთხვევაში რყევები იყო სერიოზულიც, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გამოიკვეთა მეტ-ნაკლები გამყარებისა და ერთგვარი სტაბილიზაციის ნიშნები.

აშშ დოლართან მიმართებაში მთელი ივნისის თვის განმავლობაში გაგრძელდა სტაბილური გამყარების პერიოდი. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

1 ივლისი – 2.7227;
2 ივლისი – 2.7215;
3 ივლისი – 2.7203;
4 ივლისი – 2.7195.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0004 ლარით  და 1 აშშ დოლარი 5 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში 2.7191 ლარი ეღირება.

ევროსთან მიმართებაში ივნისის დასაწყისში ლარის კურსის მეტ-ნაკლები სტაბილურობა დაფიქსირდა, რაც თვის შუა პერიოდიდან შეიცვალა, ჯერ სახეზე იყო გაუფასურება, შემდეგ გამყარება სერიოზული რყევების ფონზე, თვის ბოლოსკენ კი დინამიური გაუფასურება. ივლისის დასაწყისში, ბოლო 5 ვაჭრობაზე კი შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

1 ივლისი – 3.1910;
2 ივლისი – 3.2155;
3 ივლისი – 3.2029;
4 ივლისი – 3.2090
.

წინა ვაჭრობებზე გაუფასურების შემდეგ, ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0070 ლარით და 5 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.2020 ლარი ეღირება.

აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვაგვარი სიტუაციები იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში – ზოგ შემთხვევაში სახეზე იყო ლარის სტაბილური გამყარება, რიგ შემთხვევაში – რყევები და გაუფასურება. ბოლო ვაჭრობაზე კი, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 5 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7110 ლარი (გამყარდა 0.0052 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0683 ლარი (გაუფასურდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6514 (გაუფასურდა 0.0002 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5989 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0821 ლარი (გაუფასურდა 0.0056 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.4254 ლარი (გამყარდა 0.0074 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7964 ლარი (გამყარდა 0.0015 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.1842 ლარი (გამყარდა 0.0033 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.1352 ლარი (გაუფასურდა 0.0414 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8834 ლარი (გამყარდა 0.0079 ლარით).

ივნისის თვე, რუსულ რუბლთან მიმართებაში, განსაკუთრებით თვის შუა პერიოდში, სერიოზული რყევებით გამოირჩევოდა, თუმცა ბოლო 2 კვირაში გამოიკვეთა სტაბილიზაციის ნიშნები, ხოლო თვის ბოლოსკენ და ივლისის დასაწყისში სახეზე იყო გამყარებაც. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

1 ივლისი – 3.4642;
2 ივლისი – 3.4658;
3 ივლისი – 3.4550;
4 ივლისი – 3.4546
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0083 ლარით და 5 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.4463 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 5-7 ივლისის პერიოდისთვის
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow