ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 7-9 ივნისის პერიოდისთვის

სააგენტო "პარალელი" ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 7-9 ივნისის პერიოდისთვის 6 ივნისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 7 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში. მაისის თვე, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევა, რიგ შემთხვევაში რყევები იყო სერიოზულიც, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გამოიკვეთა მეტ-ნაკლები გამყარებისა და ერთგვარი სტაბილიზაციის ნიშნები, რაც გაგრძელდა ივნისის დასაწყისში. აშშ […] ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 7-9 ივნისის პერიოდისთვის პარალელი

ივნ. 7, 2025 - 15:27
 0
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 7-9 ივნისის პერიოდისთვის

სააგენტო "პარალელი"
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 7-9 ივნისის პერიოდისთვის

6 ივნისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 7 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში.

მაისის თვე, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევა, რიგ შემთხვევაში რყევები იყო სერიოზულიც, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გამოიკვეთა მეტ-ნაკლები გამყარებისა და ერთგვარი სტაბილიზაციის ნიშნები, რაც გაგრძელდა ივნისის დასაწყისში.

აშშ დოლართან მიმართებაში მთელი მაისის განმავლობაში და ივნისის დასაწყისშიც გაგრძელდა სტაბილური გამყარების პერიოდი. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

3 ივნისი – 2.7328;
4 ივნისი – 2.7321;
5 ივნისი – 2.7320;
6 ივნისი – 2.7318.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0003 ლარით  და 1 აშშ დოლარი 7 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 2.7315 ლარი ეღირება.

მაისი ევროსთან მიმართებაში რყევებით გამოირჩეოდა, იყო სერიოზულიც, ხოლო თვის შუა რიცხვებიდან რყევები გაუფასურებით მიმდინარეობდა, მაისის ბოლოსკენ ვაჭრობებზე იყო გამყარების მომენტებიც, თუმცა ივნისი ისევ რყევებით დაიწყო. კერძოდ, ბოლო კვირის 4 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

3 ივნისი – 3.1200;
4 ივნისი – 3.1162;
5 ივნისი – 3.1087;
6 ივნისი – 3.1203
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე უმნიშვნელოდ გამყარდა, 0.0001 ლარით და 7 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1202 ლარი ეღირება.

აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვაგვარი სიტუაციები იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში – ზოგ შემთხვევაში სახეზე იყო ლარის სტაბილური გამყარება, რიგ შემთხვევაში – სერიოზული რყევები და გაუფასურება. ბოლო ვაჭრობაზე ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 7 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7015 ლარი (გამყარდა 0.0061 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0696 ლარი (გაუფასურდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6597 (გაუფასურდა 0.0008 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6066 ლარი (გაუფასურდა 0.0002 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1187 ლარი (გაუფასურდა 0.0026 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3258 ლარი (გამყარდა 0.0085 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8033 ლარი (გამყარდა 0.0022 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.1896 ლარი (გაუფასურდა 0.0055 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.8163 ლარი (გამყარდა 0.0150 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8961 ლარი (გამყარდა 0.0126 ლარით).

მაისის თვეში ლარის კურსი მეტ-ნაკლები სტაბილიზაციით გამოირჩეოდა, თუმცა თვის შუა პერიოდისკენ იყო სერიოზული რყევები, რაც ივნისის დასაწყისშიც გაგრძელდა. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

3 ივნისი – 3.4214;
4 ივნისი – 2.7357;
5 ივნისი – 3.4347;
6 ივნისი – 3.4790
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0044 ლარით და 7 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.4746 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 7-9 ივნისის პერიოდისთვის
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow