ლაუტარო მარტინესი ინტერს მომდევნო 2 მატჩში ვერ დაეხმარება
მილანის „ინტერი“ უახლოეს შეხვედრებში მნიშვნელოვანი დანაკლისით წარსდგება — არგენტინელი ფორვარდი, ლაუტარო მარტინესი...

დაზიანება თავდამსხმელმა „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში მიიღო. მიუხედავად ექიმების რეკომენდაციისა, რომ საპასუხო მატჩში არ მიეღო მონაწილეობა, ლაუტარო მაინც გავიდა მოედანზე, გაიტანა გოლი, მოიპოვა პენალტი და „ინტერის“ ფინალში გასვლაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
მარტინესის გამოსვლა „ბარსელონასთან“ მოედანზე არ იყო მხოლოდ სპორტული წარმატება — ეს თავდადების ნამდვილი მაგალითი იყო. ახლა კი, როდესაც „ინტერი“ უკვე ჩემპიონთა ლიგის ფინალშია, არგენტინელი რამდენიმე დღით დაისვენებს და მკურნალობას გაივლის, რათა 31 მაისს, ფინალში პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ 100%-ით მზად იყოს.
What's Your Reaction?






