“ლაშა ცანავა არასოდეს დამიტოვებია ბრძოლის ველზე, ისევე როგორც მას არ დავუტივებივარ არასდროს” – ლევან ხაბეიშვილი

სააგენტო "პარალელი" “ლაშა ცანავა არასოდეს დამიტოვებია ბრძოლის ველზე, ისევე როგორც მას არ დავუტივებივარ არასდროს” – ლევან ხაბეიშვილი თანაგუნდელის, თანამებრძოლის, ლაშა ცანავას დაკავების ფაქტს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი: “ეს კაცი ჩემი ძმაკაცია და არც ერთ ბრძოლაში არ დავუტოვებივარ კი არა, ჩემს წინააღმდეგ ტიტუშკის მოქნეულ – ქვას, ხელს, ხელკეტს მის თავსა და მუშტს უშვერდა!!! სიცოცხლის ფასად მეფარებოდა ყველა ჯერზე და მხოლოდ ამიტომ მოუწყვეს პროვოკაცია!!!! წესიერი კაცია, მშრომელი […] “ლაშა ცანავა არასოდეს დამიტოვებია ბრძოლის ველზე, ისევე როგორც მას არ დავუტივებივარ არასდროს” – ლევან ხაბეიშვილი პარალელი

ივლ. 31, 2025 - 02:57
 0
“ლაშა ცანავა არასოდეს დამიტოვებია ბრძოლის ველზე, ისევე როგორც მას არ დავუტივებივარ არასდროს” – ლევან ხაბეიშვილი

სააგენტო "პარალელი"
“ლაშა ცანავა არასოდეს დამიტოვებია ბრძოლის ველზე, ისევე როგორც მას არ დავუტივებივარ არასდროს” – ლევან ხაბეიშვილი

თანაგუნდელის, თანამებრძოლის, ლაშა ცანავას დაკავების ფაქტს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი:

ეს კაცი ჩემი ძმაკაცია და არც ერთ ბრძოლაში არ დავუტოვებივარ კი არა, ჩემს წინააღმდეგ ტიტუშკის მოქნეულ – ქვას, ხელს, ხელკეტს მის თავსა და მუშტს უშვერდა!!! სიცოცხლის ფასად მეფარებოდა ყველა ჯერზე და მხოლოდ ამიტომ მოუწყვეს პროვოკაცია!!!!

წესიერი კაცია, მშრომელი – ოჯახი და შვილები, რომ გამოეკვება დაცვაში მუშაობდა, ღამეებს ათენებდა, მძღოლადაც მუშაობდა რიგ შემთხვევაში და შეხება ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან… დახმარებას თუ სთავაზობდა საბუთების მოწესრიგებაში, ამაში დანაშაული სად არის?! იუსტიციის სახლთან ასეთი დახმარების შეთავაზებით ასობით ადამიანი დგას და მუშაობს. მაგრამ, ლაშა “სუსის” აგენტ-პროვოკატორი მიუგზავნეს და კამერით გადაუღეს.

საზოგადოება კარგად ხედავს ჩემს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას – შიდა თუ გარე მტრის მიერ. არ დავიღლები და ვერც ამ ფორმით გამტეხთ!!!!

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლაშა ცანავას სახელს და გვარს დავემალები ძალიან შემცდარა!!! ძმობა, მეგობრობა და კაცობა უპირველეს ყოვლისა”, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

“ლაშა ცანავა არასოდეს დამიტოვებია ბრძოლის ველზე, ისევე როგორც მას არ დავუტივებივარ არასდროს” – ლევან ხაბეიშვილი
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow