ლეგიონერი | სანდრო დარსანია ჩრდილოეთ მაკედონიაში ითამაშებს
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების წვრი, სანდრო დარსანია კარიერას ჩრდილოეთ მაკედონიის კლუბ „პრილეპში“ განაგრძობს...

21 წლის დარსანია საქართველოში „პეგასში“ თამაშობდა, საიდანაც პორტუგალიის ჩემპიონატში, „ბელენენსესში“ გადავიდა. თავიდან 20-წლამდელებში გამოდიოდა (3 მატჩი, 5 გოლი), შემდეგ კი ძირითად გუნდში დაწინაურდა და 2023/24 წლების სეზონში 19 მატჩში 21 გოლი გაიტანა.
„პრილეპი“ მაკედონიის ჩემპიონატის სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნელად მებრძოლთა ჯგუფში ბოლო ტურის წინ 13 ქულით მეორე ადგილზეა და ახალი სეზონიდან კვლავ სუპერლიგაში ითამაშებს („პრილეპი“ ბოლო მატჩს 7 ივნისს „სტრუგასთან“ გამართავს, რომელსაც 8 ქულით სუპერლიგაში დარჩენის მცირე შანსი აქვს).
აღსანიშნავია, რომ ჩრდილეოთ მაკედონიის „ოჰრიდში“ საქართველოს ნაკრების კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე თამაშობს, ხოლო ლევან იმნაძე „პრილეპის“ ღირსებას იცავს.
geohandball.ge
What's Your Reaction?






