ლევან სამუშია – ნიკა მელია გაიტაცეს გირაოს ვადის ამოწურვამდე
ნიკა მელია გაიტაცეს გირაოს ვადის ამოწურვამდე, – ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” წევრმა ლევან სამუშიამ განაცხადა. ის სოლიდარობას უცხადებს “პოლიტიკურ პატიმრებს”. “სამართლებრივად მას არ მიეცა შესაძლებლობა სრულყოფილად ესარგებლა ამ ვადით. კანონისათვის მნიშვნელობა არ აქვს, აპირებდა თუ არა გირაოს გადახდას. მისთვის მიცემული ვადა ხელშეუხებელია და ამ ვადით სარგებლობის შესაძლებლობის მოსპობა, თუნდაც 3 საათი იყოს დარჩენილი, არ შეიძლება […]


ნიკა მელია გაიტაცეს გირაოს ვადის ამოწურვამდე, – ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” წევრმა ლევან სამუშიამ განაცხადა.
ის სოლიდარობას უცხადებს “პოლიტიკურ პატიმრებს”.
“სამართლებრივად მას არ მიეცა შესაძლებლობა სრულყოფილად ესარგებლა ამ ვადით. კანონისათვის მნიშვნელობა არ აქვს, აპირებდა თუ არა გირაოს გადახდას. მისთვის მიცემული ვადა ხელშეუხებელია და ამ ვადით სარგებლობის შესაძლებლობის მოსპობა, თუნდაც 3 საათი იყოს დარჩენილი, არ შეიძლება ჩაითვალოს შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიების(გირაოს) დარღვევად.
სამართლებრივად, სასამართლოს უფლება არ აქვს ხვალ, ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალოს. თუმცა სასამართლო რომ არ არსებობს და ის ოკუპირებულია, ეს მთავარი ფაქტორია.
თავისუფლება პოლიტიკურ ტყვეებს!”, – წერს სამუშია.
What's Your Reaction?






