ლევანდოვსკი ინტერთან ბრუნდება? - კარგი ამბავი ბარსელონასთვის

შესაძლოა, პოლონელი უეცრად მინდორს დაუბრუნდეს

მაი. 3, 2025 - 15:57
 0
ლევანდოვსკი ინტერთან ბრუნდება? - კარგი ამბავი ბარსელონასთვის
ბარსელონას 10 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი აქვს, თუმცა ბლაუგრანამ ჯერ ინტერის, შემდეგ კი პსჟ-ის ან არსენალის ბარიერი უნდა გადალახოს.

საშინაო შეხვედრაში 3:3-ის თამაშის შემდეგ, აშკარად გამოჩნდა თუ როგორ დააკლდა გუნდს რობერტ ლევანდოვსკი, რომელსაც საგოლე რეალიზაცია გაცილებით მაღალ დონეზე აქვს დახვეწილი, ვიდრე ფერანსა და დანი ოლმოს.

აქამდე იწერებოდა, რომ პოლონელ სტრაიკერს ინტერთან განმეორებითი მატჩიც უნდა გამოეტოვებინა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა. ჰანსი ფლიკის თქმით, ლევანდოვსკი უმჯობესდება და არსებობს შანსი, რომ რობერტი სათადარიგოთა სკამზე მაინც ვიხილოთ.

ანალოგიურს წერს ფაბრიციო რომანოც, რომლის თქმითაც ბარსელონას სამწვრთნელო გუნდი რობერტის დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს. დღევანდელი ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ლევანდოვსკი სკამზე დასვან, საჭიროების შემთხვევაში კი მინდორზე შეუშვან.

ცხადია, გადამწყვეტ თამაშში მონაწილეობის მიღება თავად 9-იანსაც სურს, თუმცა ბოლო სიტყვა მაინც სამედიცინო ჯგუფზე იქნება დამოკიდებული.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow