ლივერპულის ფანებმა მამარდას მეტსახელი უკვე მოუფიქრეს

გიორგი მამარდაშვილმა უკვე ჩაატარა თავისი სადებიუტო შეხვედრა „ლივერპულის“ მაისურით — პრესტონის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში...

ივლ. 15, 2025 - 16:27
 0
ლივერპულის ფანებმა მამარდას მეტსახელი უკვე მოუფიქრეს
გიორგი მამარდაშვილმა უკვე ჩაატარა თავისი სადებიუტო შეხვედრა „ლივერპულის“ მაისურით — პრესტონის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში ქართველმა მეკარემ პირველი ტაიმი ითამაშა და კარი მშრალად შეინახა.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მოედანზე მხოლოდ 45 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, მისი თამაში გულშემატკივრებს აშკარად მოეწონათ. სქაუზერებმა სოციალურ ქსელებში ქართველი კიპერის თავდაჯერებული და მშვიდი თამაში ხაზგასმით აღნიშნეს.

ფანებმა უკვე ზედმეტსახელიც მოუფიქრეს ახალ მეკარეს — ბევრი მათგანი გიორგის „გიგანტს“ უწოდებს, რაც მის აღნაგობას და მოედანზე დამაჯერებელ ქმედებებს უკავშირდება.

საინტერესოა, რომ ეს მეტსახელი სწრაფად აიტაცეს „ლივერპულის“ პოპულარულმა ფან გვერდებმაც, რაც მიანიშნებს, რომ მამარდაშვილი უკვე იძენს პოპულარობას მერსისაიდში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow