ლიონელ მესი ტრავმირებულია - მასკერანოს კომენტარი ტრავმის სირთულეზე

ლიონელ მესიმ ტრავმა მიიღო „ლიგის თასის“ შეხვედრაში, სადაც მისი გუნდი — „ინტერ მაიამი“ მექსიკურ „ნეკაქსას“ უპირისპირდებოდა...

აგვ. 3, 2025 - 20:27
 0
ლიონელ მესი ტრავმირებულია - მასკერანოს კომენტარი ტრავმის სირთულეზე
ლიონელ მესიმ ტრავმა მიიღო „ლიგის თასის“ შეხვედრაში, სადაც მისი გუნდი — „ინტერ მაიამი“ მექსიკურ „ნეკაქსას“ უპირისპირდებოდა. არგენტინელმა ვარსკვლავმა დაზიანება უკვე მეექვსე წუთზე მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

მესის მდგომარეობის სერიოზულობაზე კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. კლუბის მთავარი მწვრთნელი, ხავიერ მასკერანო, განმარტავს, რომ დეტალები მხოლოდ სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი.

ვიმედოვნებთ, რომ არაფერი სერიოზული არ არის. ტკივილი მოგვიანებით აღარ ჰქონდა, თუმცა გარკვეული დისკომფორტი იგრძნო“, — თქვა მასკერანომ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე MLS სეზონში ლეო მესის უკვე 18 გოლი და 10 საგოლე პასი აქვს მოგროვებული. მისი ფორმა „ინტერ მაიამისთვის“ გადამწყვეტია, ამიტომ გულშემატკივრები მის სწრაფად დაბრუნებას იმედით ელიან.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow