ლიონმა მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი დაასახელა - იუვენტუსი საქმეშია

გიორგი მიქაუტაძის შესაძლო ტრანსფერი კვლავ აქტუალური თემაა უცხოურ მედიაში. ბოლო ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით...

ივნ. 19, 2025 - 15:27
 0
ლიონმა მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი დაასახელა - იუვენტუსი საქმეშია
გიორგი მიქაუტაძის შესაძლო ტრანსფერი კვლავ აქტუალური თემაა უცხოურ მედიაში. ბოლო ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით იტალიური გრანდი, ტურინის "იუვენტუსი" დაინტერესდა.

მედია საშუალება "Transferfeed"-ის მტკიცებით, "ბებერმა ქალბატონმა" უკვე გადადგა პირველი ოფიციალური ნაბიჯი – ტურინელებმა ფრანგულ "ლიონს" მიქაუტაძის შესახებ დეტალური ინფორმაცია სთხოვეს.

გავრცელებული ცნობებით, "ლიონმა" გიორგის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრ ლაკაზეტის წასვლის შემდეგ მიქაუტაძე გუნდის ლიდერი ფორვარდია და თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს, შესაძლოა, ფინანსური სირთულეების გამო ფრანგულმა კლუბმა დათმოს ქართველი შემტევი.

საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, "ლიონის" ეკონომიკურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. 45-მილიონიანი შემოსავალი შესაძლოა კლუბის მდგომარეობის გამოსწორებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow