ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარება უფრო მდგრადი განვითარების ტოლფასი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში – ლევან ვეფხვაძე

ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარება უფრო მდგრადი განვითარების ტოლფასი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში – ლევან ვეფხვაძე “არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ასევე ძალიან კარგად მოვახდინეთ ჩვენი სატრანზიტო დერეფნებისა და ჩვენი ლოგისტიკური შესაძლებლობების წარმოჩენა. აქაც ჩვენ გვჭირდება ინვესტიციები, გვჭირდება ახალი ტექნოლოგიები,” – აღნიშნულის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა. მისივე […]

მაი. 25, 2025 - 14:27
 0
ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარება უფრო მდგრადი განვითარების ტოლფასი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში – ლევან ვეფხვაძე

ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარება უფრო მდგრადი განვითარების ტოლფასი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში – ლევან ვეფხვაძე
“არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ასევე ძალიან კარგად მოვახდინეთ ჩვენი სატრანზიტო დერეფნებისა და ჩვენი ლოგისტიკური შესაძლებლობების წარმოჩენა. აქაც ჩვენ გვჭირდება ინვესტიციები, გვჭირდება ახალი ტექნოლოგიები,” – აღნიშნულის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, შეიძლება ჩამოვრჩებით კიდევ ტექნოლოგიურ ნაწილში და სწორედ ინვესტიცია იმისთვის არის საჭირო, რომ კონკრეტული კაპიტალი მოვიზიდოთ, ასევე ამ კაპიტალს მოჰყვება უკვე კომპეტენცია, ცოდნა.
“ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარება უფრო მდგრადი განვითარების ტოლფასი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში“, – აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
მისივე თქმით, თუ კი გლობალურად ვითარება დასტაბილურება და მაგალითად ირანი და ტრანზიტისთვის გაიხსნება, ის მაინც დარწმუნებულია, რომ საქართველოს დერეფანს ტვირთნაკადი არ მოაკლდება.
„შესაძლოა, ხვალ და ზეგ ირანსა და -ს შორის გაფორმდეს შეთანხმება და ირანი გაიხსნას როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ან რუსეთში მოხდეს იგივე, მაგრამ ქვეყნებმა ისწავლეს, რომ მათ დივერსიფიცირება უნდა მოახდინონ და არ უნდა იყვნენ ერთ კონკრეტულ გზაზე დამოკიდებულები. ამიტომ ტვირთნაკადის ბრუნვის შემცირებას მე ამ დერეფანში არ ველოდები“, – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow