ლონდონის არსენალმა საშინაო კედლებში ვესთ ჰემთან წააგო

არსენალი ფავორიტი იყო, მაგრამ 0 ქულით დარჩა

თებ. 23, 2025 - 00:57
 0
ლონდონის არსენალმა საშინაო კედლებში ვესთ ჰემთან წააგო
ლონდონის არსენალმა პრემიერ ლიგის რიგით 26-ე ტურში ვესთ ჰემ იუნაიტედს უმასპინძლა და ფავორიტის სტატუსი ვერ გაამართლა.

მიკელ არტეტას გუნდი საკუთარ კედლებში 0:1 დამარცხდა, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მეთოფეები ბოლო 20 წუთი კაცნაკლულები თამაშობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ წაგებით არსენალმა ლივერპულთან მიახლოების კარგი შანსი დაკარგა, რადგან თავად მერსესაიდელები ამ ტურში მან.სიტის ხვდებიან და გარანტირებული არაფერი ექნებათ.

ამ მომენტისთვის არსენალი ცხრილში მეორეა და 53 ქულა აქვს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow